როგორი ანატომია აქვთ სიამის ტყუპ დებს, რომელთაგანაც ერთი დაქორწინდა

სიამის ტყუპები

34 წლის ებიგეილ და ბრიტანი ჰენსელები სიამის ტყუპები არიან, რომელთაც ერთი ტანი, მაგრამ ორი თავი აქვთ. მათ ხშირად "სამედიცინო სასწაულადაც" მოიხსენიებენ, რადგან ასეთი ჩვილები, როგორც წესი, დიდხანს ვერ ცოცხლობენ ან დაბადებამდე იხოცებიან.

სიამის ტყუპების დაბადების შემთხვევა ყოველ 200 000-ში ერთია. მათი 40-60% მუცლადყოფნის პერიოდშივე კვდება, ხოლო 1 დღე მხოლოდ 35% ცოცხლობს. საინტერესოა, რომ გადარჩენილი ტყუპების დაახლოებით 70% სწორედ მდედრობით სქესს მიეკუთვნებიან.

როგორია დების ანატომია

როგორც უკვე ვახსენეთ, დებს ერთი ტანი აქვთ, თავი და კისერი კი ორი. დაბადებისას მათ მხრის მიმდებარედ დამატებითი ხელი ჰქონდათ, რომელიც მოკვეთეს. ებიგეილის თავი მარჯვნივ დაახლოებით 5 გრადუსითაა გადახრილი, ხოლო ბრიტანის - 15 გრადუსით მარცხნივ. მისი სიმაღლე 1 მეტრი და 47 სანტიმეტრია, როცა ებიგეილის სიმაღლე 1 მეტრი და 57 სანტიმეტრია. მის მხარეს არსებული ფეხი მეორეზე დაახლოებით 5 სანტიმეტრით უფრო გრძელია.

მათი გულ-მკერდი ჩვეულებრივზე განიერია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ 2012 წელს სუნთქვის პრობლემების რისკის შესამცირებლად ოპერაცია ჩაუტარდათ. ექიმებმა მათ სკოლიოზზე უმკურნალეს და გულ-მკერდის ღრუ გაუფართოვეს.

ტყუპებს სხეულის ზედა ნაწილში თავთავიანთი ორგანოები აქვთ. მათი ანატომია ასეთია:

  • 2 თავი;
  • 2 ხერხემალი, რომლებიც ერთმანეთს კუდუსუნთან ერწყმის;
  • 2 ზურგის ტვინი;
  • 2 ხელი;
  • 1 ფართო გულ-მკერდის ღრუ შერწყმული მკერდის ძვლით;
  • 2 ძუძუ;
  • 2 გული და სისხლის მიმოქცევის საერთო სისტემა;
  • 4 ფილტვი, რომლებიდანაც შუა ორი ნაწილობრივ შერწყმულია;
  • 1 დიაფრაგმა;
  • 2 კუჭი;
  • 2 ნაღვლის ბუშტი;
  • 1 ღვიძლი;
  • 1 წვრილი ნაწლავი (Y-ის ფორმის);
  • 1 მსხვილი ნაწლავი;
  • 1 სწორი ნაწლავი;
  • 1 ანუსი;
  • 3 თირკმელი (2 მარცხნივ, 1 მარჯვნივ);
  • 1 შარდის ბუშტი;
  • 1 შარდსაწვეთი;
  • 1 რეპროდუქციული სისტემა (საკვერცხეების 1 წყვილი);
  • გავის ძვლის 2 ცალკეული ნახევარი;
  • 1 ფართო მენჯი;
  • 1 ვაგინა;
  • 2 ფეხი.

ეს ჩამონათვალი ცხადყოფს, რომ სხეულის ზოგიერთ ნაწილში ებიგეილისა და ბრიტანის ორგანოები ინდივიდუალურად ფუნქციონირებს. რაც ყველაზე მთავარია, მათ 2 ტვინი აქვთ, დამოუკიდებლად აზროვნებენ და, როგორც თავად ამბობენ, ხასიათითა თუ თვისებებით ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებიან.