ჯეიმს ვების ტელესკოპმა თვალწარმტაცი კოსმოსური ფენომენი დააფიქსირა

ვები

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი არ ჩერდება, ახლა მან გასაოცარი და გამორჩეულად შთამბეჭდავი კოსმოსური ფენომენი დააფიქსირა, რომლის ასეთი გამოსახულებაც აქამდე არასდროს მიგვიღია. 

ეს გახლავთ ჩვენგან 5 600 სინათლის წლით დაშორებული, გედის თანავარსკვლავედში მდებარე მნათობი, რომლის გარშემოც სინათლის კონცენტრირებულ რგოლებს ვხედავთ. ისინი სივრცეში ტალღების მსგავსად ვრცელდება და თვალწარმტაც სანახაობას ქმნის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

სურათზე ნაჩვენები იშვიათი ობიექტი ვოლფ-რაიეს ვარსკვლავი გახლავთ, სახელად WR 140, რომელიც შეჯახებადი ქარების ბინარულ სისტემაში ასევე იშვიათ O ტიპის კომპანიონთან ერთად მოძრაობს. მათი ურთიერთქმედების შედეგად მტვრის პერიოდული ამოფრქვევები ხდება და ეს მატერია გარე მიმართულებით ფართოვდება. რგოლები ინფრაწითელ სპექტრში კაშკაშებს, რამაც ვების მგრძნობიარე ხელსაწყოს (MIRI) მათი დეტალურად აღბეჭდვის საშუალება მისცა.