დიდ ბრიტანეთში ადამიანებზე კიბოს ვაქცინის გამოცდას დაიწყებენ

კიბოს ვაქცინა

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა კომპანია BioNTech-თან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმადაც 2023 წლის შემოდგომიდან კიბოსა და სხვა დაავადებების ვაქცინების ადამიანებზე გამოცდა დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

მემორანდუმი კიბოთი დაავადებულ პაციენტებს მიმდინარე ცდებში ჩართვისა და პერსონალური თერაპიული მკურნალობის შესაძლებლობას მისცემს.