ქეთი ეგიდუნაშვილმა დუმილი დაარღვია - სკანდალური ინტერვიუ
1748116643
ქართული სული, ქართული სიმღერა, მრავალხმიანობა და იშვიათი ჟღერადობა, სადაც თითოეული ხმა ცალკე ემოციაა - ბოლო დღეებია, სოციალურ ქსელს „აფხაზეთის კაპელის“ მუსიკალური ვიდეოები იპყრობს.
დღეს „პრაიმტაიმი“ სწორედ მათ გაგაცნობთ — ინტერვიუ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებთან ჩავწერეთ.
ისიდორე გერაძე, ანუკი ფეიქრიშვილი, ლუკა ბაძგარაძე - კავკასიის უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და „აფხაზეთის კაპელის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები არიან. მომავალ პროფესიას, შეიძლება თამამად ითქვას, რომ უკვე დაეუფლნენ და მოკლე დროში გასაოცარი შედეგიც მიიღეს.
⏹ მოგვიყევით „აფხაზეთის კაპელის“ შესახებ
კაპელა შეიქმნა 1980-იან წლებში, მისი თავდაპირველი ხელმძღვანელი იყო გურამ ყურაშვილი. კაპელის სრული სახელია „აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა“. კაპელამ შექმნიდანვე მალევე დაიწყო სხვადასხვა სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის მიღება, მათ შორის საქართველოს საზღვრებს გარეთაც. მოპოვებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო.
დღეისთვის კაპელაში 22 ადამიანია, 2016 წლიდან კი მისი ხელმძღვანელია ქართველი კომპოზიტორი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე.
⏹ როგორია ბატონ ზვიადთან ურთიერთობა?
ბატონი ზვიადი, ძალიან კარგი ადამიანია, თავიდან ძალიან გვეხმარებოდა, ძალიან მეგობრულია. მკაცრია საქმის მიმართ. ზვიადთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენოთ ნინო კოვზიაშვილი (კაპელის დირექტორი), ძალიან მეგობრულები არიან, როგორც ოჯახი ისე შევიკარით.
⏹ თქვენ როგორ მოხვდით კაპელაში?
ჩვენ ვართ პიარის და კომუნიკაციების მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტები. საბაკალავრო ნაშრომის სახით ჩვენ შეგვხვდა „აფხაზეთის კაპელა“ და მათთან პიარის კუთხით ვმუშაობთ.
ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ - ბრენდინგი, სოციალური მედია, კონტენტი, ლოგო. ვცდილობთ, რომ ჩვენ დავეხმაროთ კაპელას კაპელა კი გვეხმარება ჩვენ. ძალიან დიდ გამოცდილებას ვაგროვებთ, გვიხარია, რომ ასეთი ხალხი გავიცანით, ეს გამოცდილება კი მომავალში ძალიან გამოგვადგება.
როდესაც ამ ყველაფერს ვიწყებდით ორი კომპანიიდან უნდა აგვერჩია ერთ-ერთი, ერთი იყო „აფხაზეთის კაპელა“ მეორე კი სხვა კომპანია, რომელთან მუშაობაც ბევრად მარტივი იქნებოდა ვიდრე „აფხაზეთის კაპელასთან“, საბოლოოდ კი გადავწყვიტეთ, რომ შევჭიდებოდით სირთულეებს და ავირჩიეთ „აფხაზეთის კაპელა“.
ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის, ძალიან ბევრი გეგმა და იდეები გვაქვს. საზოგადოებას კი ძალიან საინტერესო კადრებს და ინფორმაციებს გავუზიარებთ.
კაპელა ძალიან კარგი გუნდისგან შედგება. გულდასაწყვეტია რომ საზოგადოებას მათ შესახებ არ აქვს უფრო მეტი ინფორმაცია, ძალიან ნიჭიერები და შრომისმოყვარე ხალხია. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, გვინდა რომ მათი ცნობადობა ისე გავზარდოთ, რომ მათ შესახებ ყველამ იცოდეს.
⏹ ბოლო დროს, სოციალურ ქსელებში „აფხაზეთის კაპელის“ ცნობადობა საგრძნობლად გაიზარდა, რას ამბობენ გუნდში?
ძალიან გახარებულები არიან, ყოველდღე როდესაც მივდივართ მადლობით გვხვდებიან.
სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეოს დიდი გამოხმაურება ჰქონდა, თურმე კაპელის გუნდის წევრებსაც უამრავმა ადამიანმა მიწერა - ამ ფაქტორმა კი მათი მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.
თავიდან, როცა ვიდეოების გადაღება დავიწყეთ, გუნდში ცოტა სიმორცხვე იყო, თუმცა მალევე ეს ყველაფერი გაქრა და ახლა ძალიან გვეხმარებიან, იდეები მათი მხრიდანაც მოდის.
⏹ რა სირთულეები გქონდათ?
სირთულეები იყო დასაწყისში, ვფიქრობდით როგორ მიგვეწოდებინა ხალხთან ინფორმაცია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ რამდენიმე ვიდეო რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოიპოვა ძალიან დაგვეხმარა. სამომავლოდ გვინდა რომ ეს ხალხი არა სოციალური ქსელის „ტრენდებით“ არამედ საკუთარი შემოქმედებით გაიცნოს საზოგადოებამ.
⏹ როგორ შეიქმნა კაპელას ლოგო?
ლოგოს შექმნა ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ბოლოს ბატონმა ზვიადმა დაგვიხატა და ჩვენ კი გავაციფრულეთ.
⏹ ახლო მომავალში თუ გაქვთ ღონისძიებები?
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ რუსთავში „აფხაზეთის კაპელა“ საქართველოს ჰიმნს შეასრულებს. ასევე 2 ივნისს გვაქვს კიდევ ერთი ღონისძიება. ახლო მომავალში გვექნება ღია კარის დღეც, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას წინასწარ მივაწვდით.
⏹ ბოლო დროს, რაც სოციალურ ქსელში თქვენი ვიდეოები ვირუსულად გავრცელდა რა შეიცვალა?
პირველ რიგში გაიზარდა ცნობადობა. ცნობადობის გაზრდასთან ერთად გუნდის წევრები უფრო მეტად ჩაერთნენ და თავადაც აქვთ სურვილი უფრო გააკეთონ.
⏹ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
ჩვენი კუთხით გავაგრძელებთ მუშაობას, რომ გაიზარდოს კაპელის ცნობადობა. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ვითანამშრომლოთ მუსიკალურ კომპანიებთან. კაპელის გუნდის წევრებს შეუძლიათ შეასრულონ ნებისმიერი სახის მუსიკალური ნაწარმოები.
ძალიან გვინდა, რომ კაპელას ბოლომდე დავეხმაროთ და ეს არის იყოს მხოლოდ უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში. ვეცდებით და მიდის მოლაპარაკებებიც, რომ „აფხაზეთის კაპელა“ გასცდეს საქართველოს საზღვრებს.
⏹ როგორ უნდა მოგძებნოთ საზოგადოებამ სოციალურ ქსელებში - რომელ პლატფორმებზეა „აფხაზეთის კაპელა“?
ჩვენ ვართ: Facebook, YouTube, instagram, TikTok.
ბოლოს კი გვინდა, რომ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს უნივერსიტეტს და ჩვენს ლექტორს, ლანა ბენდუქიძეს, რომელიც ძალიან ჩართულია ამ პროცესში, მაქსიმალურად ჩვენს გვერდითაა და ძალიან გვეხმარება.
👤 ავტორი: ირაკლი გოგოლაძე