VIDEO: რა მოხდა „პრაიმ ჰაუსის“ დასრულების შემდეგ - ნახეთ, კადრები
1722027255
20 მაისს, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერას გამართავს. “შოა” ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის რეჟისორი, გიორგი კაშიაა.
სპექტაკლი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკზე გვიყვება, თუ რა პირობებში უწევდათ ადამიანებს ბრძოლა სიცოცხლისთვის. 6 მილიონი ებრაელის სიცოცხლე იმსხვერპლა მეორე მსოფლიო ომის დროს გაღვივებულმა ანტისემიტიზმმა. შოა, მიჩნეულია,როგორც ყველაზე ტრაგიკული მოვლენა სამყაროში! წარმოდგენაში 6 მსახიობი მონაწილეობს. მხატვარი, ანანო დოლიძეა. პრემიერა, თეატრის შენობის რეაბილიტაციის გამო, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება. წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.