„მომესურვე... დაღრუბლულ ცას გავკივლე... ცივი დღეა, ადგილ-ადგილ თოვლს“ - ტარიელ ხარხელაური

ტარიელ ხარხელაური

პოეტი ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში ლექსს აქვეყნებს:

"მომესურვე... დაღრუბლულ ცას გავკივლე,

ცივი დღეა, ადგილ-ადგილ თოვლს.

უმიზეზოდ, ვიცი, ბევრჯერ გატკინე,

ყველაფერზე პატიებას გთხოვ!

მოვყევ ჭალებს, დაბინდულთ და გაუვალთ

და მზეების დარებია შორს,

უმიზეზოდ,ვიცი,ბევრჯერ გაურვე,

ყველაფერზე პატიებას გთხოვ!

სად მივცურავ.. საით მივექანები?!-

დღეს გავივლი ცათა მღვრიე ფონს...

ბევჯერ ცრემლით გაგინისლე თვალები,

მაპატიე, მაპატიე,გთხოვ.

ავბუბუნდი,ახლა ჩემი რიგია,

მზე მამძიმებს ფოთოლივით მთრთოლს.

მაპატიე,თუმც ეს თხოვნა დიდია,

მაგრამ მაინც დაჟინებით გთხოვ.“