კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სოლო კონცერტი გაიმართა

კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სოლო კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ანსამბლმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ნიმუშები და თანამედროვე პროფესიული საგუნდო ნაწარმოებები შეასრულა.

ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრნენ.

„ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც „ბასიანი“ ჰყავს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შესანიშნავი ანსამბლი კიდევ დიდხანს ემსახურება ქართულ ხელოვნებას და საქართველოს სახელის გატანას მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.