1756298559
„ჰობიტის“ პირველი გამოცემა აუქციონზე £43 ათასად გაიყიდა

ჯონ ტოლკინის „ჰობიტის“ იშვიათი პირველი გამოცემა აუქციონზე 43 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.
წიგნი ბრისტოლში, ერთ-ერთ სახლში დალაგებისას იპოვეს. ის ერთ-ერთია იმ 1500 ეგზემპლარს შორის, რომლებიც პირველ ტირაჟში, 1937 წელს გამოსცეს. თითქმის 90 წლის შემდეგ გამოცემის სულ 100-მდე ეგზემპლარია შემორჩენილი.
აუქციონის სახლი Auctioneum-ი „ჰობიტს“ გაცილებით იაფად აფასებდა, თუმცა ვაჭრობის მონაწილეებმა მსოფლიოდან წიგნის სავარაუდო ფასი თითქმის ოთხჯერ გაზარდეს.
„ეს ჩინებული შედეგია ამ განსაკუთრებული წიგნისთვის“, - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა კეიტლინ რაილიმ.
წიგნი განსაკუთრებით იმით არის გამორჩეული, რომ მასში შუახმელეთის სამყაროს შემქმნელის, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ტოლკინი 22 შავ-თეთრი ილუსტრაციაა.
პუბლიკაციის მომენტიდან მსოფლიოში „ჰობიტის“ 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.