ბექა დავითულიანი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

გელათი

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის სამეცნიერო კონფერენციამდე, რომელიც თბილისში გაიმართება, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

სამონასტრო კომპლექსში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი), საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, ეროვნული სამეცნიერო საბჭოს მდივანი დავით ლორთქიფანიძე, ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი ფლორენციაში, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მდივანი გერჰარდ ვოლფი და კომიტეტის წევრები.

ბექა დავითულიანმა და დავით ლორთქიფანიძემ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული სამეცნიერო ლაბორატორიაც დაათვალიერეს.

ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების ფაქტობრივ მდგომარეობას მინისტრის მოადგილე გელათის კომიტეტის ეროვნული სამეცნიერო და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოების წევრებთან ერთად გაეცნო.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.