შუახევში ქმარმა ცოლი მოკლა

ლენტა

შუახევში, სოფელ ნენიის ხიდთან ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მკვლელობის მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია.

არსებული ინფორმაციით, ქალის მოკვლის შემდეგ კაცმა თვითდაზიანება მიიყენა.

„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.