მარნეულში 16 წლის ბიჭი დაჭრეს - ექიმები არასრულწლოვნის გადასარჩენად იბრძვიან

პოლიციის სირენა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყულარში არასრულწლოვანი დაჭრეს.

16 წლის ბიჭი მრავლობითი ჭრილობებით მარნეულის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. ინფორმაციას „რადიო მარნეული“ ავრცელებს.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დამატებითი დეტალები უცნობია.