ვარიკოზული ვენების ქირურგია და პოსტოპერაციული მოვლა-ბოხუას ცენტრი

ვივო მედიქალი

ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი წარმოადგენს წამყვან დაწესებულებას, სადაც წარმატებით სრულდება პრაქტიკულად ყველა სახის აღდგენითი-რეკონსტრუქციული ოპერაციები  არტერიულ და ვენურ სისტემებზე.

ოპერაციების შემდგომი პერიოდი მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგი გაეწიოს ექიმის მხრიდან ყველა პროცესს რომელიც მნიშვნელოვანია პოსტოპერაციულ პერიოდში.

ვარიკოზული ვენების ოპერაციის შემდგომ, სრული აღდგენისთვის მნიშვნელოვანია  მკურნალი ექიმის რეკომენდაციების დაცვა  2- 6 თვის განმავლობაში და ცხოვრების წესის შეცვლა

კვება

ოპერაციის შემდგომ აუცილებელია კვებითი რეკომენდაციების დაცვა და ისეთი პროდუქტების მიღება, რაც აუცილებელია სისხლძარღვებისთვის  და მათი კედლებისთვის.მნიშვნელოვანია კვების რეჟიმის სწორად შერჩვა განსაკუთრებით ჭარბი წონის პაციენტებში.

პროდუქტები სასურველია იყოს მოხარშული. არ არის სასურველი მარილის მიღება, მისი მეშვეობით ხდება სითხის შეკავება.

ვარჯიში 

ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ ფიზიკური აქტივობა,რომელიც უნდა იყოს დოზირებული,იმისთვის, რომ არ გამოიწვიოს სხეულის გადატვირთვა, გადაძაბვა. ამ დროს ყველაზე ოპტიმალურია  ფეხით სიარული. სეირნობამდე მნიშვნელოვანია კომპრესიული ტრიკოტაჟის ან ელასტიკური ბინტით დაფიქსირება. ოპერაციიდან ერთი კვირის განმავლობაში არ არის სასურველი სიმძიმის აწევა.

პრეპარატები 
პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდში  ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა, რაც დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე.

კომპრესიული ტრიკოტაჟი

ოპერაციის შემდგომ პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია აუცილებლად ატარონ კომპრესიული ტრიკოტაჟი.ეს შეიძლება იყოს წინდები, კოლგოტები ან ელასტიკური ბინტები.ეს უკანასკნელი ქმნის წნევას ვენურ სისტემაზე,სტაბილურდება სისხლის მიმოქცევა ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას

ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრიმის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5ტელ: 2 88 09 09