რისი წელი იქნება 2027 და რომელი ზოდიაქოს ნიშნები იქნებიან წლის ფავორიტები
1788890595
სკოლებისა და ბაღების დაწყებასთან ერთად მშობლების ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი ისევ სეზონური ინფექციებია. სურდო, ხველა, ყელის ტკივილი და სიცხე ეს ის სიმპტომებია, რომლებიც შემოდგომის დადგომასთან ერთად ბავშვებსა და უფროსებში საკმაოდ ხშირად გვხვდება.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში სხვადასხვა რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს. მათ შორისაა რინოვირუსი, გრიპის ვირუსი, RSV, ადენოვირუსი, პარაგრიპი და COVID-19. მათი სიმპტომები ხშირად ერთმანეთს ჰგავს, თუმცა დაავადების მიმდინარეობა განსხვავებული შეიძლება იყოს.
რინოვირუსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ჩვეულებრივი გაციების დროს. მას ხშირად ახლავს სურდო, ცემინება, ყელის ტკივილი და ხველა.
გრიპი კი, როგორც წესი, უფრო უეცრად იწყება და შეიძლება გამოიწვიოს მაღალი სიცხე, ძლიერი სისუსტე, თავისა და კუნთების ტკივილი, ხველა. გრიპის სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთარში აქტიურდება.
განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა რინოვირუსის შემთხვევაში, განსაკუთრებით ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში. ზოგჯერ ინფექციამ შესაძლოა სუნთქვის გაძნელება და ბრონქიოლიტი გამოიწვიოს.
სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, ბავშვის ავადმყოფობის შემთხვევაში ყურადღება მიაქციონ არა მხოლოდ ტემპერატურას, არამედ მის საერთო მდგომარეობას, სუნთქვასა და სითხის მიღებას.
თუ ბავშვს უჭირს სუნთქვა, უჩვეულოდ მოდუნებულია, ვერ იღებს სითხეს, აქვს გაუწყლოების ნიშნები ან მდგომარეობა სწრაფად უარესდება, საჭიროა ექიმთან დროული მიმართვა.
ვირუსების გავრცელების შესამცირებლად მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, ოთახის განიავება და ავადმყოფობის შემთხვევაში ბავშვის სახლში დატოვება. რესპირატორული ინფექციების გავრცელება სკოლებსა და ბაღებში განსაკუთრებით მარტივად ხდება, რადგან ბავშვები ერთმანეთთან ახლო კონტაქტში არიან.