როგორ შევამციროთ გაზაფხულზე მენტალური პრობლემები

როგორ შევამციროთ გაზაფხულზე მენტალური პრობლემები

გაზაფხული და სეზონური ცვლილება , დიდ მოვლენასთან,პიროვნულ ზრდასთან და სოციალურ  კონტაქტებთან ასოცირდება.რიგ შემთხვევებში პიროვნებები ,ცუდად გრძნობენ თავს.გუნებ-განწყობა და ენერგია კლებულობს, მწვავდება შფოთვა  და შესაბამისად  მენტალური და ფიზიკური დაავადება.თუ ადაპტაციური პერიოდი ორ კვირაზე მეტს  გრძელდება და სიმპტომები მდგრადობით გამოირჩევა , ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი დაგეგმეთ.

სეზონურ ცვლილებებთან ადაპტაციას ამარტივებს: 

  • ფიზიკური აქტივობა,ფსიქოლოგიური თვალსაზრისით პოტენციური იარაღია,გუნებ- განწყობის ასაწევად,შფოთვის შესამცირებლად.ეს პროცესი ენდორფინებს ააქტიურებს.
  • ბუნებაში ყოფნა მენტალური ჯანმრთელობის  ბენეფიტია. ხშირად ისეირნეთ ბუნებაში . მეტი დრო  დაუთმეთ.დააკვირდით გარემოს,სადაც იმყოფებით. რას გვთავაზობს ის? აქტიურად  დააკვირდით  და შეიმეცნეთ ლოკაცია.ფოკუსირდით გარემოზე, შემდეგ დრო დაუთმეთ  სხეულს, მის შეგრძნებებსა და თქვენს განცდებს.
  • იპოვეთ რუტინა,ეცადეთ ერთი მუდმივი აქტივობა შეარჩიოთ,რაც გსიამოვნებთ მაგ.ლანჩი მეგობრებთან.
  • დაგეგმეთ თავგადადებული  აქტივობა ,საკუთარ თავზე ზრუნვისთვის.
  • სწორი ძილი,ადაპტაციას გაგიმარტივებთ.დაიცავით ცირკადული რიტმი,ცხოვრების წესის შეცვლით.კონკრეტულ დროს დაიძინეთ  და ერთი საათით ადრე ეკრანს, ნუ შეხედავთ.
  • სოციალური კონტაქტი ,მეგობრებთან  ურთიერთობა და აზრების გაზიარება სტრესის შემცირებაში დაგეხმარებათ.ჩაერთეთ კლუბში,სადაც თქვენი საქმიანობის სელექციას შეძლებთ.საყვარელი საქმით ტკბობა და მეტი ინფორმაციის მოპოვება მის შესახებ, ახალი ადამიანების გაცნობის საშუალებაა.

თეონა გომართელი

ექიმი ფსიქოთერაპევტი, კლინიკური ფსიქოლოგი

ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი

 

ტელ: 2 88 09 09