ეზოთერიკოსებმა დაასახელეს 5 ნივთი, რომელიც არასოდეს არ უნდა ისესხოთ ან გაასესხოთ
1756319429
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“ წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას - „თქვენი ჯანმრთელობისთვის“. რუბრიკის ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ
ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებს და მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია #თქვენიჯანმრთელობისთვის.
გეგმური ამბულატორიული მომსახურება და მისი მიღების პირობები
თუ ხართ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ჯანდაცვის სოციალური სტატუსის შესაბამისად, გიფინანსდებათ გეგმური ამბულატორიული მომსახურება.
რას არის ამბულატორიული მომსახურება?
გეგმური ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება არის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობა, საჭიროების შემთხვევაში, დაავადების დიაგნოსტიკა და მართვა, სტაციონარში მოთავსების გარეშე.
გეგმური ამბულატორია მოიცავს, ოჯახის/სოფლის ექიმის დანიშნულებით:
გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად:
ოჯახის/სოფლის ექიმთან კონსულტაცია უფასოა.
რეგისტრაციის წესი:
პროგრამის მოსარგებელს, თავისუფალი არჩევანის საფუძველზე, შეუძლია დარეგისტრირდეს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში, რისთვისაც საჭიროა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.ანუ პირს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სასურველი სამედიცინო დაწესებულება.
არასრულწლოვნის ან შშმ პირის რეგისტრაციის შემთხვევაში - ნდობით აღჭურვილმა პირმა, უნდა წარადგინოს წარმომადგენლობისა და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი საბუთები;
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის შეცვლა შესაძლებელია პირველადი რეგისტრაციიდან 2 თვის გასვლის შემდეგ;
დაუშვებელია, პროგრამის მოსარგებლე პირი ერთდროულად რეგისტრირებული იყოს ერთზე მეტ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში.
რეგისტრირებულ პირს შეუძლია მიიღოს გეგმური ამბულატორიული პაკეტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურება, თანაგადახდით ან მის გარეშე;
თანაგადახდის ოდენობა დამოკიდებულია ბენეფიციარის მიმდინარე ჯანდაცვის სოციალურ სტატუსზე, ხოლო მომსახურების ნუსხა განსაზღვრულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე https://nha.moh.gov.ge/ge/news/gegmuriambulatoria2024
ვმართოთ ჯანმრთელობა ერთად!