რომელი ზეთია შესაწვავად საუკეთესო და რა ნიშნები მიუთითებს, რომ პროდუქტი გაფუჭებულია
1787517529
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, ინსტიტუციური გაძლიერებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიზნით, სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები გაიმართა.
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მხარდაჭერით, ტრენინგები ცენტრის ტოპ მენეჯმენტისა და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ჩატარდა. სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა მართვის ეფექტიანობის ამაღლებას, თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და გუნდური მუშაობის გაძლიერებას. სასწავლო პროგრამა მოიცავდა ისეთ საკვანძო მიმართულებებს, როგორებიცაა: პროაქტიური მენეჯმენტი და ტალანტების მართვა, ემოციური ინტელექტი და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, სამუშაოს შესრულების შეფასება და ორგანიზაციული კულტურა.
პროფესიული განვითარების კურსის პარალელურად, ცენტრის თანამშრომლებმა მომდევნო ოთხი წლის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. სამუშაო პროცესის მთავარ მიზანს 2027-2030 წლების სტრატეგიული გეგმისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა წარმოადგენდა.
სამუშაო ჯგუფმა შეაჯამა გამოთქმული მოსაზრებები და დასახა შემდგომი ნაბიჯები დოკუმენტის საბოლოო ვერსიის ფორმირებისთვის. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი ფორმატის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს სტრატეგიული მიზნების ეფექტურ რეალიზაციას.
სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას, დაავადებათა პრევენციასა და არსებულ გამოწვევებზე დროულ, კოორდინირებულ რეაგირებას.
ტრენინგები ადამიანური რესურსების ექსპერტმა თეა ბოკუჩავამ და შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ექსპერტმა ანა ბოკუჩავამ ჩაატარეს.