დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით ლენტეხში სკრინინგ აქცია გაიმართა

ჯანდაცვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ლენტეხში სკრინინგ აქცია გაიმართა.

მოქალაქეებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული , პროსტატის კიბოს, არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.

კვლევების შედეგად გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა შესაძლებელია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. სახელმწიფო ასევე სრულად აფინანსებს B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის დიაგნოსტიკასა და თერაპიას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე.

აღნიშნულ სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია.

აქციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილე ეკა ადამია, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი,  საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი, ლენტეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ონიანი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.