ტრაგედია ნინო და ილიკო სუხიშვილების ოჯახში - „სუხიშვილები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1766563500
კანზე უეცრად გაჩენილი წითელი გამონაყარი, ქავილი და ჩხვლეტის შეგრძნება – ასეთია ის ძირითადი სიმპტომები, რაც ჭინჭრის ციებას ახასიათებს. ეს ალერგიული რეაქციაა, რომელმაც შეიძლება მხოლოდ რამდენიმე საათით იჩინოს თავი ან გაგრძელდეს დღეებისა და თვეების განმავლობაშიც კი.
სტატიაში, რომელსაც ფარმაცევტული კომპანია „სმარტფარმი“ წარმოგიდგენთ, მოგიყვებით ჭინჭრის ციებაზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და უსიამოვნო სიმპტომების შემსუბუქების გზებზე.
რა არის ჭინჭრის ციება?
ჭინჭრის ციება არის ალერგიული რეაქციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა. ის ხასიათდება მოულოდნელად წარმოქმნილი წითელი გამონაყარით, რომელსაც ახლავს ქავილი და ზოგჯერ შეშუპება. რადგანაც მისი სიმპტომები ძალიან ჰგავს ჭინჭრით დასუსხვის დროს გაჩენილ ნიშნებს, მას ჭინჭრის ციებას უწოდებენ, თუმცა სამედიცინო ენაზე უმეტესად ურტიკარიას სახელით მოიხსენიებენ.
ჭინჭრის ციება ანუ ურტიკარია შეიძლება სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვიოს, რომელთა შორის ყველაზე ხშირია:
● საკვები ალერგენები – მაგალითად, ზღვის პროდუქტები, როგორებიცაა კიბორჩხალა, კრაბი და კრევეტი, ასევე, თხილეულობა, კვერცხი და რძის პროდუქტები ჭინჭრის ციების ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევია. უმეტეს შემთხვევაში რეაქცია საკვების მიღებიდან ძალიან სწრაფად ვითარდება.
● მედიკამენტები – ანტიბიოტიკებმა (განსაკუთრებით პენიცილინის ჯგუფის) და ტკივილგამაყუჩებლებმა (მაგ., იბუპროფენი, ასპირინი) ზოგიერთ ადამიანში შესაძლოა ურტიკარია გამოიწვიოს. ალერგია შეიძლება გამოვლინდეს როგორც პირველი დოზის შემდეგ, ისე განმეორებითი მიღებისას.
● მწერის ნაკბენი – ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა კოღოს, ფუტკრის ან სხვა მწერის ნაკბენზე. ამ კატეგორიის პირებში ჭინჭრის ციება ყველაზე სწრაფად იწყება, რეაქცია კი შედარებით უფრო ძლიერია. ნაკბენმა შეიძლება მხოლოდ ადგილობრივი გაღიზიანება გამოიწვიოს, ზოგჯერ კი ნიშნები სხეულის სხვა მონაკვეთებზეც გავრცელდეს.
● სტრესი – ემოციური დაძაბულობა, გადაღლილობა, უძილობა და, ზოგადად, ძლიერი სტრესი უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე. ასეთ დროს შესაძლოა ორგანიზმმა საჭიროების გარეშე გამოათავისუფლოს ჰისტამინი, ნივთიერება, რომელიც ალერგიული რეაქციებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს იწვევს.
რა უნდა გაკეთდეს ურტიკარიის უეცარი შეტევის დროს?
უეცრად გაჩენილი ალერგიული რეაქციის დროს საჭიროა სწრაფად ვიმოქმედოთ და გონივრული ზომები მივიღოთ. სიმპტომების შემსუბუქების ყველაზე ეფექტიანი და მარტივი გზებია:
● ალერგენის თავიდან არიდება (თუ შესაძლებელია) – იმის დადგენა, თუ რა იწვევს ალერგიულ რეაქციას ყოველთვის შესაძლებელი არ არის, ზოგჯერ კი საკმაოდ ცხადია. მაგალითად, თუ სიმპტომები საკვების მიღებისას გაჩნდა, შეწყვიტეთ ჭამა. იმ შემთხვევაში კი, თუ ალერგიული რეაქცია საღებავთან, კოსმეტიკასთან, სამკაულთან ან ტანსაცმლის ქსოვილთან კონტაქტისას მოხდა, სწრაფად მოიშორეთ ისინი კანიდან.
● ანტიჰისტამინური პრეპარატის მიღება – ანტიჰისტამინური საშუალებები ჰისტამინის გამოყოფას აფერხებს. მედიკამენტის დროულად მიღება ამცირებს ქავილსა და წვას, ასევე, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. თუმცა აუცილებელია, პრეპარატი იყოს უსაფრთხო და სწორად მოხდეს მისი შერჩევა. სანდო ანტიჰისტამინურ საშუალებებზე „სმარტფარმის“ ბლოგიდან შეიტყობთ.
● ცივი კომპრესის დადება – გაღიზიანებულ ადგილებზე ცივი კომპრესის დადება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სასიამოვნო მეთოდია სიმპტომების შესამსუბუქებლად. ის ამცირებს შეშუპებას, ქავილის შეგრძნებასა და სიმხურვალეს. საუკეთესო შედეგისთვის კომპრესის განახლება რეკომენდებულია ყოველ რამდენიმე წუთში.
აღსანიშნავია, რომ ჭინჭრის ციების შემაწუხებელ სიმპტომებს განსაკუთრებით კარგად უმკლავდება პრეპარატი კსივოზანი, რომელიც მეორე თაობის ანტიჰისტამინებს მიეკუთვნება და აქვს შედარებით ნაკლები სედატიური ეფექტი და გვერდითი მოვლენა.
როდის ხდება ჭინჭრის ციება საშიში?
მიუხედავად იმისა, რომ ურტიკარიის შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს, არსებობს რისკი, რომ რეაქციამ უფრო სერიოზული ფორმა მიიღოს, მათ შორის გამოიწვიოს ანაფილაქსია.
დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სასწრაფო დახმარებას, თუ სახეზეა შემდეგი სიმპტომები:
● სუნთქვის გაძნელება, ქოშინი ან მკერდში მოჭერის შეგრძნება
● ყელის ან ენის შესიება, ხმის ჩახლეჩა, ყლაპვის გაძნელება
● თავბრუსხვევა, სისუსტე, უეცარი დაღლილობა
● კანის სიწითლის სწრაფი გავრცელება მთელ სხეულზე
ეს ნიშნები მიუთითებს, რომ ალერგიული რეაქცია განსაკუთრებით სწრაფად პროგრესირებს და სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ასეთ დროს დროული ზარი სასწრაფო სამედიცინო ცენტრში ხშირად გადამწყვეტია. ალერგიული რეაქციის მართვა ექიმის ჩართულობით აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ეპიზოდები ხშირად მეორდება ან აქვს ქრონიკული ხასიათი. ყურადღებით დააკვირდით თქვენი ორგანიზმის რეაქციებს და მიიღეთ შესაბამისი ზომები დროულად!