„გარდაიცვალა სიცოცხლით სავსე გოგო...“ - ბათუმში ახალგაზრდას გლოვობენ
1751370163
23 აპრილს საქართველოს ნეიროქირურგთა საზოგადოების ყრილობა გაიმართა. მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ „ინოვაში“ შეკრებილმა ნეიროქირურგთა საზოგადოების სრულ წევრთა ყრილობამ აირჩია საზოგადოების თავმჯდომარე, გამგეობის წევრები და ევროპის ნეიროქირურგიული საზოგადოების დელეგატები.
საქართველოს ნეიროქირურგთა საზოგადოების თავმჯდომარეა გიორგი მაღალაშვილი; გამგეობის წევრები - ბუბა შალამბერიძე, გოჩა ჩუტკერაშვილი, დავით ბერძენიშვილი, ვლადიმერ წიქარიშვილი, ირაკლი ჭელიშვილი, გიგა სულაბერიძე, ცოტნე ჩხიკვიშვილი, გრიგოლ ჭაჭია და ლიკა ხორბალაძე. საერთაშორისო ორგანიზაციასთან ურთიერთობის დელეგატებად აირჩიეს ნეიროქირურგები ედიშერ მაღალაშვილი და იაგო ცერცვაძე.
გიორგი მაღალაშვილი - ნეიროქირურგი, საქართველოს ნეიროქირურგთა საზოგადოების თავმჯდომარე: დღეს მნიშვნელოვან პროცესს ეყრება საფუძველი. ნეიროქირურგთა საზოგადოების შექმნის იდეა ახალგაზრდა ნეიროქირურგებს ეკუთვნით და მოხარული ვარ, რომ ხორცი შეასხეს ასეთ საჭირო ინიციატივას. ეს იყო საქართველოს ნეიროქირურგიული საზოგადოების შინაგანი მოთხოვნა. ჩვენი დარგის სხვადასხვა საჭიროებების შესახებ ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე კონფერენციებზე, პირად საუბრებში...
ვაპირებთ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ ნეიროქირურგიის განვითარებისთვის. უკვე ჩნდება საშუალება, რომ აქტიური ურთიერთობა გვქონდეს სამინისტროსთან, პაციენტებთან, სხვადასხვა დარგობრივ ასოციაციებთან... საზოგადოების წევრები დაამყარებენ ურთიერთობებს საერთაშორისო ნეიროქირურგიულ საზოგადოებასთან და მაქსიმალურად ეცდებიან, რომ ჩვენი სფერო განვითარდეს არა ქაოტურად, არამედ გეგმაზომიერად.
გოჩა ჩუტკერაშვილი - ნეიროქირურგი: საქართველოს ნეიროქირურგიული საზოგადოების დაფუძნებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ავირჩიეთ პრეზიდენტი, გამგეობა და ევროპის ნეიროქირურგთა საზოგადოების დელეგატები. უკვე მაისიდან დავიწყებთ ქმედით და საჭირო ღონისძიებებს. წინ მნიშვნელოვანი გეგმებია. ვფიქრობთ, რომ ამ საზოგადოების შექმნა და ნეიროქირურგთა კოორდინირებული და შეთანხმებული მოქმედება ხელს შეუწყობს ჩვენი დარგის შემდგომ განვითარებასა და დახვეწას.