"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
ნანა შელია საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიცნო, თუმცა საკუთარი გამორჩეული სტილის გამო მის რეგიონში ყველა კარგად იცნობს. ნანა შელია თავის თავს შანელს უწოდებს.
- მუსიკოსი ვარ, კონსერვატორია მაქვს დამთავრებული. გემოვნებიანად ჩაცმა ბავშვობიდან მიყვარს. ბუნებით თავმდაბალი ვარ. ვერიდები ხოლმე ჩემს წარმოჩენას. მამისგან მომყვება გენეტიკით ფერებში შემოსვა. პიჯაკი, შარვალი, ჰალსტუხი, ყველაფერი ერთ ფერში ჰქონდა. მას რომ ასე ვხედავდი მეც მომინდა ასე ჩაცმა. ყველა ლუქის შესაფერისი აქსესუარი მაქვს. ვინც ეძებს ის პოულობს, დავდივარ და ვარჩევ. სანამ არ ავაწყობ ლუქს მანამდე არ ვიცვამ და ჩანთასაც არ ვიჭერ. ზოგიერთ ლუქს სამი წელი სჭირდება ასაწყობად.