„ის უყვარდა, მაგრამ უნდოდა, ცოლად მე მოვეყვანე, რომ ოჯახთან „პირნათელი“ ყოფილიყო…“ - წყვილის სევდიანი ამბავი

წყვილის სევდიანი ამბავი

ერთმანეთს თითქმის ბავშვობიდან იცნობდნენ… შემდეგ მამაკაცი უცხოეთში წავიდა, სადაც წლების განმავლობაში დარჩა, მაგრამ გოგონასთან კავშირი არ გაუწყვეტია. ფლირტით დაწყებული ურთიერთობა, ხან რომანტიკულ ხასიათს იძენდა, ხან მხოლოდ მეგობრული, გახსნილი საუბრებით შემოიფარგლებოდა… ასე გადიოდა წლები იქამდე, ვიდრე ბიჭი ემიგრაციიდან არ დაბრუნდა. ამბის გაგრძელებას და სრულიად მოულოდნელ ფინალს, 34 წლის ია, თავად გვიამბობს.

– დიდი ამბებით დამემშვიდობდა. თვითმფრინავის აფრენამდე, კავშირზე იყო. მერეც თავისი იქაური ცხოვრების ყველა დეტალს მიყვებოდა… ახალ წელი, დაბადების დღეები და სხვა მნიშვნელოვანი თარიღები არასდროს ავიწყდებოდა, თაიგულებით და სხვადასხვა საჩუქრებით მილოცავდა… ასე გადიოდა წლები. მერე თანდათან რაღაცები შეიცვალა. ხან გამოჩნდებოდა და აქტიურად მეკონტაქტებოდა, ხან იკარგებოდა, მაგრამ ერთმანეთი არ დაგვიკარგავს.  თითქოს კარმული ურთიერთობა გვქონდა და ამაზე ვხუმრობდით კიდეც, პირადი ცხოვრების ამბებზეც ვსაუვრობდით.

-თავადაც გიყვებოდათ პირად ამბებს?

_ დიახ, სერიოზული არაფერი ხდებაო, ამბობდა ხოლმე. ძირითადად სლავი 'გერლფრენდები~ ჰყავდა… მოუსვენარი ხასიათი ჰქონდა. 8 წლის განმავლობაში 6 ქვეყანაში იცხოვრა და იმუშავა. რამდენიმე პროფესია შეიცვალა, ყველგან წარმატებით. 5 ენა იცის და არაერთ ქვეყანაში ჰყავს მეგობრები. საქართველოს შესახებ მისგან გაიგეს და ტურისტებად ჩამოვიდნენ. რამდენიმეს პორადად ვიცნობ… ერთხელ იმ დროს გამოჩნდა, შეყვარებულს რომ ვშორდებოდი. ხვდებოდა, რომ ცუდად ვიყავი და მასთან საუბარი შვება იყო ჩემთვის, ირონიული იუმორით დედამიწაზე დარჩენის სურვილს მიჩენდა, მაგრამ რატომ დავშორდით, რის გამო, დეტალებში არასდროს ჩამძიებია… შემდეგ, ისევ დაიკარგა. მძიმე პერიოდი გადავლილი მქონდა, არც კი მიმიქცევია ყურადღება… მალევე გამოჩნდა. ერთ დილით, საზღვარგარეთიდან მოწერილი მესიჯი დამხვდა – ხომ მშვიდობა გაქვს, ჯულიეტა?!. უცნაურად გაიტრუნე, შეურიგდი რომეოს?.. მწერდა რომელიღაც ქვეყნიდან.

„ხელწერაზე“ ვიცანი… ხომ გითხარი, ერთ დროს ყველაფერი მთავრდება-მეთქი – განაგრძობდა მასხრობას… ყველაფერი, მთავრდება, ჩვენი ურთიერთობის გარდა, მივწერე პასუხად… ეგ არ არის ამქვეყნიური და იმიტომო, მომწერა. ოღონდ რაც უნდა პასიური ყოფილიყო, მნიშველოვანი თარიღები, მათ შორის დაბადების დღე, არასდროს ავიწყდებოდა, აუცილებლად ვიღებდი საჩუქარს თუნდაც რამდენიმეწიდანადებიანი ტექსტით – მადლობა, რომ არსებობ ჩემს ცხოცრებაში და მახსოვხარ ყოველთვის, ყოველთვის. საკმაო ხნის შემდეგ შუაღამეს დარეკა, ჩამოვედიო. 

- შეხვედრა გთხოვათ?... განაგრძეთ კითხვა

ასევე ნახეთ:

„ტელეფონზე რომ ურეკავდნენ გარეთ გარბოდა, მიმოწერას მიმალავდა...“ – აეროპორტში დაწყებული საბედისწერო „ლავსთორი“

„არასდროს დამავწიყდება... ცალ ხელში გარდაცვლილი მყავდა ჩაბღუჯული და ვყვიროდი, ვიპოვე-მეთქი“- მაშველის ემოციური ინტერვიუ