"ის ძალიან ლამაზი იყო: თეთრი პირისახით, ჟღალი თმით, ცისფერი თვალებით..." – ოთხფეხა გოგონას დაუჯერებელი ისტორია

ოთხფეხა გოგონა

„მახინჯთა ცირკის“ მსახიობებს შორის ძალიან ცოტა თუ იყო ბედნიერი. შეურაცხყოფა, პროგრესირებადი სერიოზული დაავადებები, იძულებითი პროსტიტუცია მათთვის ჩვეულებრივი ცხოვრება იყო. შესაძლოა, ასეთი ფონის გამო, განსაკუთრებით იხსენებდნენ ბედნიერი დასასრულის მქონე ამბავს.

„ზაფხულის მზესავით ნაზი, ბედნიერი, როგორც დღე“, – ეწერა ცირკის სარეკლამო აბრაზე მირტლ კორბინის შესახებ. იგი არ მოხვედრილა ცირკის რეკლამაში უჩვეულო უნარების გამო – მირტლის დაბადებიდან ოთხი ფეხი ჰქონდა.

ექიმებმა, რომლებიც ახალშობილს ამოწმებდნენ, ყურადღება მიაპყრეს მშობლებს, რადგან ყველა წყვილს არ შეუძლია გააჩინოს ოთხფეხა შვილი. მირტლის მამა ცოლზე გაცილებით ახალგაზრდა იყო, მაგრამ ეს ამის მიზეზი ძნელად თუ იქნებოდა. ექიმებს ის უფრო გაუკვირდათ, როგორ ჰგავდა ცოლ-ქმარი ერთმანეთს. უფრო მეტიც, ისინი და-ძმას უფრო ჰგავდნენ. „არ არის გამორიცხული, რომ ისინი სისხლისმიერი ნათესავები იყვნენ“, – აღნიშნეს ექიმებმა.

„სისხლისმიერ ნათესავებში“ იგულისხმებოდა, რომ საერთო მამა ჰყავდათ. მაშინ დამცავი საშუალებები არ იყო და ხდებოდა ისე, რომ აქტიური მამაკაცები მეზობელ ქალებთან დაძვრებოდნენ და შედეგად, იბადებოდნენ ბავშვები. ამის გამო, და-ძმა მეზობლად ცხოვრობდა, მაგრამ არ იცოდნენ, რომ საერთო მამა ჰყავდათ და შესაძლოა, დაქორწინებულიყვნენ კიდეც.

ოჯახმა მოახერხა, ოთხფეხა გოგოს დაბადება ფართო საზოგადოებისთვის დაემალათ. ზედმეტი ყურადღება გამოიწვევდა ხმაურს, შესაძლოა, ბავშვი გაეტაცებინათ კიდეც და მას გადარჩენის ნაკლები შანსი ექნებოდა. მირტლი გადარჩა და სრულიად ჯანმრთელი გაიზარდა, ოთხი ფეხის მიუხედავად. ძალიან ლამაზი იყო: თეთრი პირისახით, ჟღალი თმით, ცისფერი თვალებით.

სინამდვილეში, ოთხივე ფეხი მისი არ იყო. ასეთი ეფექტს, როგორიც მას ჰქონდა, იძლევა საშვილოსნოში ტყუპიდან ერთ-ერთი ჩანასახის არასწორი განვითარება, როცა ერთი ჩანასახი მეორეში ჩაიზრდება და წყვეტს სხეულის იმ ნაწილების განვითარებას, რომლებითაც ჩაზრდილია. გოგონას დამატებითი ორი ფეხი მისი განუვითარებელი დის იყო.

მრავალი სხვა მსგავსი შემთხვევისგან განსხვავებით, მირტლი საკმაოდ ჰარმონიულად განვითარდა. მისი ფეხები განლაგებული იყო სიმეტრიულად: პატარა „დის“ წყვილი შიგნით, საკუთარი – გარეთ. ისე ჩანდა, თითქოს თოჯინა იმალებოდა მისი კაბის ქვეშ.

 

თუმცა, ფეხების ამგვარი განლაგების გამო მირტლი თითქმის ვერ დადიოდა. ორი პატარა ფეხი დიდად „არ უჯერებდა“ და სიარულისთვისაც შეუფერებელი იყო. ერთი თავისი ფეხიც პრობლემური იყო და მირტლის მხოლოდ მარცხენა ფეხი ემორჩილებოდა.

ცამეტი წლისა მოხეტიალე ცირკში აიყვანეს. ეს მას კომფორტული ცხოვრების უზრუნველსაყოფად სჭირდებოდა. მშობლებს იმედი არ ჰქონდათ, რომ ოდესმე შვილს გაათხოვებდნენ.

ტეხასელი ოთხფეხა გოგონა მაშინვე პოპულარული გახდა. უნდა ითქვას, რომ ან მირტლის მშობლები ცდებოდნენ, ან ყოვლისშემძლე ამერიკულმა პოპულარობამ შექმნა რომანტიკული მითები გოგონას გარშემო, მაგრამ ცხრამეტი წლისას ხელი სთხოვა მამაკაცმა, რომელიც მასაც ესიმპათიურებოდა – ახალგაზრდა, კარგი გარეგნობის ექიმი, სახელად კლინტონ ბიკნელი. გოგონამ შოუ-ბიზნესი დატოვა.

როგორც გათხოვების შემდეგ გაირკვა, მირტლის ჰქონდა ზედმეტი არა მხოლოდ ფეხების ერთი წყვილი, არამედ… მას ჰქონდა ორი ვაგინა და ორი საშვილოსნო. ეს ძალზე უჩვეულო იყო და სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, გამოკვლევის დროს, მძიმე ორსულობის გამო.

ექიმები გაკვირვებულნი იყვნენ, რომ მირტლის ორივე საშვილოსნო ნორმალურად ფუნქციონირებდა. თავად ქალბატონი ბიკნელი კი უფრო გაკვირვებული იმით იყო, რომ ნაყოფი განვითარდა მარცხენა საშვილოსნოში. იგი ამტკიცებდა, რომ ის მარჯვნივ უნდა ყოფილიყო. მას ეუხერხულებოდა ეთქვა, რომ იყენებდა მხოლოდ მარჯვენა ვაგინას, რადგან ის უფრო მგრძნობიარე იყო.

ეს ორსულობა, ექიმების დაჟინებული მოთხოვნით, შეწყვიტეს. მირტლიმ წარმატებული მკურნალობის კურსი გაიარა და მოგვიანებით, მან ოთხი ქალიშვილი და ვაჟი გააჩინა. ოთხივე სრულიად ჯანმრთელი იყო. თუმცა, მათ მამას ეჭვი არც ეპარებოდა, რადგან იცოდა, რომ ანომალია, რომლის დროსაც ერთი ნაყოფი შემთხვევით ჩაიზრდება სხვაში, მემკვიდრეობითი არ არის. საზოგადოება კი იმედგაცრუებული დარჩა, რადგან სურდათ, ენახათ ოთხფეხა გოგონას ზღაპრის გაგრძელება და ოთხფეხა ბავშვები.

უნდა ითქვას, რომ ქმარმა ყველაფერი გააკეთა, მიეცა ცოლისთვის ყველაფერი, რაც მან შოუში მონაწილეობის გამო დაკარგა. ქორწინებაში მყოფმა ქალბატონმა ბიკნელმა მიიღო კარგი განათლება, გამოიმუშავა დელიკატური გემოვნება და ვისაც ხვდებოდა, ყველაზე დახვეწილი და ერუდირებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

ორმოცი წლის ასაკში დაქვრივებული ქალბატონი ბიკნელი ისევ დაბრუნდა შოუში: ის იჯდა და ოთხივე ფეხს პოზირებდა, რადგან ფული სჭირდებოდა შვილების აღსაზრდელად.

ბიკნელმა 60 წელი იცოცხლა და კვირაში რამდენიმე ასეულ დოლარს გამოიმუშავებდა. ასე რომ, მისმა შვილებმა მიიღეს შესაბამისი განათლება. იგი გარდაიცვალა სტრეპტოკოკური ინფექციით, რადგან მაშინ ევროპულმა ცივილიზაციამ ჯერ არ იცოდა ანტიბიოტიკები.

რამდენიმე ცირკი ცდილობდა მისი ცხედრის შესყიდვას, მისი სააშკარაოზე გამოტანის მიზნით, მაგრამ შვილებმა საფლავი ბეტონით ამოავსეს, რომ ბოლოს და ბოლოს, დედასთვის სიმშვიდის საშუალება მიეცათ.