ყველაზე რთული ხასიათის მქონე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰოროსკოპი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ადამიანის ხასიათზე დაბადების თარიღი და მისი ზოდიაქოს ნიშანი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. ბევრ ჩვენგანს დადებითი თვისებების პარალელურად, უარყოფითი მხარეებიც აქვს. ეს ეხება ქალებსაც და მამაკაცებსაც. დღეს ვისაუბრებთ ყველაზე რთული ხასიათის მქონე მამაკაცებზე, რომლებთან ურთიერთობაც ქალებს განსაკუთრებით უჭირთ, არ აქვთ სტაბილურობის განცდა და პასუხისმგებლობების გადანაწილებასაც ვერ ახერხებენ:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ვერძი მამაკაცები ძალიან საინტერესო მოსაუბრე და ვნებიანი პარტნიორები არიან და ისინი ამ კუთხით საოცარ თავგადასავალს მოგიწყობენ. მაგრამ, ამავდროულად, წარმოუდგენლად რთული ადამიანები არიან. მათ ურთიერთობებში დათმობებზე წასვლა არ შეუძლიათ და "რქებით" გააქვთ ის, რაც უნდათ, რომ გააკეთონ. პლანეტა მარსი ვერძს აგრესიასა და სიჯიუტეს ანიჭებს. ეს თვისებები ბიზნესში, საქმიან ურთიერთობებში მიზნების მისაღწევად, რა თქმა უნდა, გამოადგებათ, მაგრამ პირად ცხოვრებაში ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს... ძალიან ხშირად, ვერძ მამაკაცებს განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეუძლიათ, საკმაოდ ხისტი ადამიანები არიან და ქალებს, როგორც წესი, მათ გვერდით ყოფნა ურთულდებათ. გარდა ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს გრძნობების გამოხატვა განსაკუთრებით უჭირთ. ამიტომაც, თუკი მათგან რომანტიკულ სიტყვებს, ლექსებსა და სიმღერებს ელით, დიდი ალბათობით, იმედი გაგიცრუვდებათ. ასევე, მათ ბრაზის კონტროლი ძალიან უჭირთ. გაბრაზებულ ვერძს შეუძლია ყველაზე საყვარელ ადამიანსაც კი ძალიან უხეში და უტაქტო ფორმით მიმართოს.

კურო (21 აპრილი - 20 მაისი)
კუროს ნიშნით დაბადებული მამაკაცები, ერთი შეხედვით, მგრძნობიარე, მორიდებული ადამიანები არიან. თუმცა, ისინი მესაკუთრე და ეჭვიანი ბუნებით ხასიათდებიან. შეიძლება, კოლეგებზე, მეგობრებზეც კი იეჭვიანონ.  მიიჩნევენ, რომ საყვარელი ადამიანი მხოლოდ მათ ეკუთვნით და თუ ვინმე ამ მოცემულობას დაარღვევს, კურო კარს აღებს და მას ცხოვრებიდან სამუდამოდ უშვებს. გარდა ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს საკუთარი შეცდომების აღიარება ძალიან უჭირთ. მაშინ, როდესაც მათთან კამათს დაიწყებთ, ისინი ამას მათი ავტორიტეტის დაკნინების მცდელობად აღიქვამენ და უხეშად მოგმართავენ. ხოლო, თუ გადაწყვეტთ, რომ თავდაჯერებულობა შეურყიოთ და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეატანინოთ, მაშინ დიდ დაპირისპირებას ვერ აცდებით.. ვრცლად