რა ნივთებს არ უნდა შეეხოთ სხვის სახლში, რომ სერიოზულ უსიამოვნებებს ასცდეთ - ეზოთერიკოსის რჩევა

რა ნივთებს არ უნდა შეეხოთ სხვის სახლში

რა არ უნდა გააკეთოთ სხვასთან სტუმრობისას, რომ თავი არ დაიზიანოთ? – უცნობ, ნაცნობ თუ თვით, ყველაზე ახლო ნათესავის სახლის ენერგიებიც კი, შეიძლება თქვენთვის უკიდურესად დამაზიანებელი აღმოჩნდეს. იმავე ენერგიებს ატარებს მათ სახლში არსებული ნივთებიც. ამიტომ, რჩევებს იმის შესახებ, თუ რა არ უნდა მოიმოქმედოთ სხვის სახლში, რომ ამით თავად არ დაზარალდეთ და თუ მაინც მოგივიდათ ასეთი „შეცდომა“, როგორ დააღწევთ ხიფათს თავს, ამ თემაზე ეზოთერიკოსი საუბრობს.

უპირველესად, არ ჩაიხედოთ ჯიბის სარკეში ან ისეთში, რომელშიც მხოლოდ თქვენს სახეს დაინახავთ. წვეულების დროს, სხვისი სავარცხლის გამოყენება არ შეიძლება, თუნდაც საკუთარი დის, დედის ან მეგობრის იყოს.

არაფერს შეეხოთ და მით უმეტეს, არ გამოიყენოთ ის, რაც საერთო მაგიდაზე არ დევს და ყველა სტუმარს არ შესთავაზებენ - არ შეიძლება სამზარეულოდან აიღოთ რამე, ან ნებისმიერ სხვა ოთახში ხელით შეეხოთ რომელიმე ნივთს და მით უმეტეს, დანიშნულებისამებრ გამოიყენოთ.

არ აანთოთ სხვისი სანთლები, იმ შემთხვევის გარდა, თუ საერთო მაგიდაზე დევს და მაშინაც სახლის პატრონმა უნდა გააკეთოს ეს. არ წაიკითხოთ და არც შეეხოთ სხვის ლოცვანს თუ ბიბლიას, არც სხვის წმინდა კუთხეში ილოცოთ. სწორედ ამის გამო იყო, რომ ძველად დასაკეც ხატებს ატარებდნენ. შესაბამისად, სალოცავად თქვენც ყოველთვის საკუთარი ხატი იქონიეთ თან.

ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი რამ თუ გამოიყენეთ - სხვისი სახლის ნებისმიერ ადგილას სამჯერ, ჩურჩულით წარმოთქვით გამწმენდი სიტყვები. მაგრამ, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ საკუთარ სახლში დადექით ნებისმიერი სარკის წინ და ასევე, სამჯერ გაიმეორეთ სპეციალური დამცავი და გამწმენდი სიტყვები... და აი, ისიც: „ვიბრუნებ ჩემსას და თავიდან ვიცილებ ყველაფერს, რაც ჩემი არ არის!.. და ეს ხდება ახლავე!“ გისურვებთ წარმატებებს: იყავით მდიდარი და ბედნიერი! წყარო