„ფინანსური სტაბილურობის მომტანი იქნება...“ - ცაგარელი 19 აპრილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ცაგარელი

19 აპრილს მნიშვნელოვანი დღეა. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სასიკეთო ცვლილებების შესახებ საუბრობს და რამდენიმე რეკომენდაციას ავრცელებს.

19 აპრილს მზე თევზის ზოდიაქოს ტოვებს. წინა პლანზე შემოდის ერთგულება, ადამიანები უფრო ორგანიზებულები, მობილიზებულები, შეუპოვრები, მომთმენნი იქნებიან... ამავდროულად, ცოტა ჯიუტებიც. მთლიანობაში კარგია, კურო ყველაფერს ასტაბილურებს და ალაგებს. 

ახლა რომ არის შფოთი, აგრესია, პროტესტები, ეს ყველაფერი ნელ-ნელა დამშვიდდება. იქნება მოულოდნელი სიხარულის, შენაძენის პერიოდი. კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ინტერნეტს ურანი მართავს. შეიძლება, მოულოდნელი სასიკეთო ცვლილებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქედანაც მიიღოთ. ეს შემდგომ, ფინანსური წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება,“ - ამბობს მიხეილ ცაგარელი.