„ეს ტრანზიტი პარტნიორული ურთიერთობების დალაგების მხრივ რთული იქნება“ - ვის აფრთხილებს ასტროლოგი

მთვარე

20 აგვისტოს 11:56-ზე მარსი ტოვებს კუროს ზოდიაქოს და ტყუპების ნიშანში გადადის. ხათუნა ნოელის თქმით, ამჟამინდელი ტრანზიტი უჩვეულოდ გრძელი იქნება.

ვისთვის იქნება ეს პროცესი სახარბიელო და ვისთვის არა, ამას ასტროლოგი დეტალურად განმარტავს.

„ზოგადად, მარსი 1 ნიშნის გავლას დაახლოებით 2 თვეს ანდომებს, თუმცა ახლა, რეტროგრადულობის გამო (ოქტომბრის ბოლოს დარეტროვდება, იანვრის შუა რიცხვების ჩათვლით უკუსვლით იმოძრავებს. შემდეგ კვლავ დირექტიულ სვლაზე გადავა.) ომის პლანეტა ტყუპების ზოდიაქოში დაახლოებით, 7 თვეს დაყოფს. საბოლოოდ კი ამ ზოდიაქოს 25 მარტს დატოვებს.

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის ფონზე ძალზე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა მარსის მიერ ზოდიაქოს ნიშნის შეცვლა.

ტყუპების ნიშანში ეს ტრანზიტი საინფორმაციო ომის გაძლიერების ალბათობას ზრდის. დეზინფირმაციები განსაკუთრებით მოიმატებს ოქტომბერში, როდესაც მარსს მერკურისან და ნეპტუნთან ერთდროულად ექნება დაძაბული აპექტები. ამ პერიოდში შესაძლოა გარკვეული მოლაპარაკებების მცდელობებიც იყოს, თუმცა დიდი ალბათობით, ეს მცდელობა ჩაიშლება, ვინაიდან, ამ დროისათვის მარსს ბედნიერების და სოციალური ძვრების პლანეტა იუპიტერის მიმართ საკმაოდ არასახარბიელო განლაგება (კვადრატურა) აქვს. თუმცა, 26/10-4/11 რიცხვებისათვის, როდესაც მარსი სტაციონარული გახდება, შესაძლოა საომარი ვითარება გარკვეულ წილად ჩიხში შევიდეს. მას მერე, რაც მარსი რეტროგრადულ მოძრაობაზე გადავა, უკვე შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების განახლება. ეს ალბათ მხარეებს უბრალოდ ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, რადგან რეზულტატები ამ დროს ნაკლებ მოსალოდნელია ზემოთნახსენები მარსისა და იუპიტერის კონფლიქტური ასპექტის გამო.

ეს რაც შეეხებოდა მარსის ტრანზიტის გლობალურ ასპექტებს. ზოგადი ფონს რაც შეეხება - ძირითადი თემები იქნება ორი და მეტი საქმის ერთდროულად კეთების სურვილი. შედეგად, შესრულებული საქმის ცოტა უფრო ზედაპირულობა, ვიდრე სხვა პერიოდებში. სამაგიეროდ ახალი ნაცნობობები მყარდება უფრო აქტიურად, ასევე იზრდება ცოდნის, ინფორმაციის მიღების, გაცვლის მოთხოვნილება. თუმცა შესაძლოა მოიმატოს ვერბალურმა აგრესიამ, კამათმა. არ დაგვავიწყდეს, რომ მარსი წარმართავს ჩვენს სექსუალურობასაც და აქაც, შესაძლოა, კონტაქტები სწრაფად კი იბმებოდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ურთიერთობები ზედაპირული ხასიათის იყოს.

პერსონალურ დონეზე კი შემიძლია ვთქვა, რომ ტყუპებს, სასწორებს და მერწყულებს ძალზე ქმედითუნარიანებს გახდის, ლიდერულ უნარებს მიანიჭებს და წარმატების შესაძლებლობებსაც გაუზრდის. იგივე, ოღონდ ცოტა ნაკლები შედეგებით, ეხებათ ვერძებს და ლომებსაც. მთავარი იარაღი უნდა იყოს სიტყვა.

ეს ტრანზიტი რთული იქნება მშვილდოსნებისათვის, განსაკუთრებით პარტნიორული ურთიერთობების დალაგების თემაში. მათთვის არარეკომენდებულია საჯარო გამოსვლები, ხელშეკრულებების დადება, იურიდიული საკითხების წამოჭრა.

სამწუხაროდ, მარსი ცხოვრებას გაურთულებს თევზებს და ქალწულებსაც. თევზებისათვის ეს ამბები ოჯახთან, ბინასთან, საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული; ხოლო ქალწულებისთვის კარიერული ცვლილებების თემა იქნება დასაბალანსებელი. დანარჩენი ნიშნებისათვის ეს ტრანზიტი მეტ-ნაკლებად ნეიტრალურია“, - აცხადებს ასტროლოგი.