„დიდი შანსია სამსახურში შეიცვალოთ პოზიცია და დაწინაურდეთ“ - ზოდიაქოს ამ ნიშნებს აპრილში გაუმართლებთ

ასტროლოგია ფული

აპრილის დასაწყისიდან კი ბევრი ჩვენგანი სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვან სიახლესა და ცვლილებას იგრძნობს. თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოდიაქოს ამ 4 ნიშნის ცხოვრება აპრილში რადიკალურად შეიცვლება:

თხის რქა
 
დაბნელების დერეფანი საბოლოოდ გაჩვენებთ, რომ უკვე დროა, სამსახურსა და ოჯახს შორის ბალანსი იპოვოთ და საკუთარი თავი მხოლოდ საქმეს არ მიუძღვნათ. გახსოვდეთ, რომ დასვენების გარეშე, მოტივაციას დაკარგავთ და საუკეთესო შედეგის მიღება გაგიჭირდებათ. აპრილში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს და მათგანაც დიდ მხარდაჭერას იგრძნობთ. ეს კი დაგეხმარებათ, რომ გააკეთოთ ის საქმეები, რომლებიც სულ გინდოდათ, მაგრამ დრო და მოტივაცია არ გყოფნიდათ. გარდა ამისა, გექნებათ შანსი, საბოლოოდ აღმოფხვრათ კონფლიქტი თქვენთვის ახლობელ ადამიანთან და ბავშვობის წყენაზე დადებითი ემოციებით გაიმარჯვოთ.

თევზები
რეტროგრადული მერკური გიბიძგებთ, რომ უფრო რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღოთ და ცხადად წარმოიდგინოთ ის, რაც გინდათ, რომ გამოგივიდეთ. აპრილის ბოლოსკენ კი რეალურ ცვლილებებს იგრძნობთ. მზის დაბნელება თქვენს ფინანსურ სახლში გაივლის. ამიტომაც, დიდი შანსია, რომ თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდეს, ახალი შეთავაზება მიიღოთ, ფინანსების მოძიების დამატებითი წყაროები ნახოთ, ან კიდევ სამსახურში შეიცვალოთ პოზიცია და დაწინაურდეთ. სრულად

ასევე ნახეთ:

მისგან გათავისუფლება, სამწუხაროდ, შეუძლებელია... - ტაროლოგი ყველაზე ძლიერ და საშიშ წყევლაზე საუბრობს

სად იწვიმებს და სად შენარჩუნდება უნალექო ამინდი დღეს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

ნონა გაფრინდაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას საჩუქრად საკოლექციო ჭადრაკიდან მეფის ფიგურას გადასცემს