დღეს ყველაზე მაგიური და ძლიერი დღეა - ნახეთ, რა უნდა გააკეთოთ წარმატების მოსაზიდად

ასტროლოგია ფული

ხანდახან ხალხის რწმენა ეზოთერიკოსების შეხედულებებსაც ემთხვევა ხოლმე და განსაკუთრებით ჯადოსნური დღეები გამოითვლება.

ერთ-ერთი ასეთია 1-ლი მაისი, რომელიც თურმე მაგიური დღეა და ამავე თარიღს ემთხვეოდა ძველ კელტებთან ე.წ. ბელტეინის დღე. ამ დღეს ისინი მაგიურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ითვლებოდა, რომ ეს ბუნების ახალ ციკლთან იყო დაკავშირებული.

ძველად ადამიანებს სჯეროდათ, რომ ბელტეინის დღეს სამყაროს კარი სრულად იყო ღია და მნიშვნელოვანი თხოვნების სიას აგროვებდნენ. ასევე, მადლობას უხდიდნენ სამყაროს იმ ყველაფრისთვის, რაც ჰქონდათ.

შეგიძლიათ, ფურცელზე ჩამოწეროთ ყველაფერი, რაც ტკივილსა და ტანჯვას გაყენებთ და გსურთ, თქვენი ცხოვრებიდან გაქრეს. შემდეგ ეს ფურცელი სანთლის ცეცხლით დაწვით. შემდეგ კი სამყაროს მადლობა გადაუხადეთ ყველა გათენებული და ბედნიერი დღისთვის. მადლიერების გამოხატვით კიდევ უფრო დიდ სიკეთესა და იღბალს მიიღებთ.თქვენს სახლთან არსებული ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ხეზე შეაბით ფერადი ლენტი, რომელზეც თქვენი სურვილი იქნება დაწერილი. ერთ ლენტზე მხოლოდ ერთი სურვილი უნდა დაწეროთ და გაითვალისწინეთ, რომ სურვილი მხოლოდ თქვენ უნდა გეხებოდეთ და არა სხვებს. ლენტი 1-ელ მაისს, ნაშუადღევს უნდა განათავსოთ ხეზე.ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მცენარეები დარგოთ. ითვლება, რომ ამ გზით თქვენს ცხოვრებაში განახლება და კეთილდღეობა შემოგაქვთ. შეგიძლიათ, ახალი მცენარეები როგორც ქოთანში, ასევე ბაღში დარგოთ.