"21 მარტამდე, დელფინის, იგივე „ მწუხარებისა და გლოვის დღეებია..." - ასტროლოგის გაფრთხილება

ნულოვანი დღეები

2023 წლის 16 - 21 მარტის შუალედი, მზე თევზების ბოლო გრადუსებშია, ამის შესახებ ასტროლოგი ქეთიოდიშელი წერს. მისივე ინფორმაციით, ეს არის ასტროლოგიური წლის ბოლო დღეები, როდესაც სასურველია, გავიაზროთ ჩვენი ცხოვრების განვლილი ეტაპები, სულიერად და ფიზიკურად განწმენდილები შევეგებოთ ახალ სასიკეთო მაცოცხლებელ ენერგიებს, რომელიც 2023 წლის 21 მარტს (საქართველოს დროით) იღებს სტარტს. 

" ნულოვანი დღეების, (იგივე დელფინის დღეები, იგივე „ მწუხარებისა და გლოვის დღეები“) პერიოდში ხდება ყველაფრის განულება.

გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან ყველაფერი უსარგებლო, ყველაფერი რამაც თავის თავი ამოწურა, ეს არის სულის, ფიქრების, სხეულის განწმენდის პერიოდი, ეფექტურია ამ დროს სახლის, სამუშაო სივრცის წმენდა, წმენდა - ყველა დონეზე.
გაიხსენეთ წინაპრები, პატივი მიაგეთ მათ.
ზოროასტრიზმის მიმდევრებს ამ დროს მკაცრი მარხვა აქვთ,( „მწუხარებისა და გლოვის დღეები“ ), ხოლო წელს 20-21 მარტიდან აღნიშნავენ ახალი წლის დასაწყისს, გაზაფხულის დღე-ღამტოლობას. 

ამ დღეებში ხდება ადამიანების მომზადება ახალი ენერგიების მისაღებად.
ახალი ცხოვრება - ახალი ფურცლიდან!
თევზების ნიშანი ასრულებს ზოდიაქალურ ციკლს, ეს ნიშანი ჩვენგან, მიტევებას, გულმოწყალებას, პატიებასა და ჭეშმარიტ სიყვარულს მოითხოვს. სწორედ ეს საკითხები უკავშირდება ნულოვან დღეებს.
დასასრული და დასაწყისი, ახალ საფეხურზე გადასვლა, რომელიც სულიერების ახალ დონეზე გადაგვიყვანს. 

 

ამ პერიოდში, ფაქტობრივად, მზის ენერგიის გარეშე ვართ, შესაძლებელია გამოვლინდეს : ენერგოტონუსის დაქვეითება, მარტოობის, უსუსურობის განცდა, ენერგიის ნაკლებობა.
დაიცავით სისუფთავე და ზომიერება ფიქრებში, განცდებში, სიტყვებში, შეზღუდეთ ცხოველური საკვები.(ყურადღება მიაქციეთ კუჭსა და ნაღვლის ბუშტს). სასარგებლოა სხვა და სხვა ბალახების ჩაის მიღება (გვირილა, პიტნა). 

აჩუქეთ სიყვარული, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებს, აჩუქეთ მათ სითბო, ყურადღება.

16; 17; 18; 19; 20 მარტი.

ამ დღეებში, არ არის სასურველი მინერალური ქვების ტარება. (გარდა თვლოვანი კვარცის სახეობებისა: ვეფხვის თვალი, არწივის თვალი და სხვა. )
ასევე მითითებულ დღეებში არ არის რეკომენდებული ქვების შეძენა, ჩუქება, განსაკუთრებით კი მოპარვა.
საფრთხილოა ცოცხალი მინერალები : მარჯანი, სადაფი, მარგალიტი.
მარგალიტი და სადაფი ამ დღეების განმავლობაში მოათავსეთ წყალში, რათა მათ მოახერხონ „ცრემლის ღვრა“... გაივლიან რა კათარზისს, შემდეგ ისინი მთელი წლის განმავლობაში პოზიტიურად იმოქმედებენ .
ზოგიერთი ქვა , განსაკუთრებით კეთილშობილი, გამჭვირვალე ფერით სჯობს ვატაროთ წლის ნათელ დროს - გაზაფხულზე და ზაფხულში.
ხოლო გაუმჭვირვალე ქვები, ჭრელი ქვები უკეთესად მოქმედებენ შემოდგომა - ზამთარში. 

ეს 5 დღე უკავშირდება დედამიწაზე მცხოვრებ 5 ცივილიზაციას, რასას:

I დღე - ეძღვნება ცისფერ რასას, ეს რასა როგორც ცნობილია ცხოვრობდა ანტარქტიდის ტერიტორიაზე , მათ შემოიტანეს ცოდნა რიცხვების შესახებ.
16 მარტს სწორედ მათზე აღავლენენ ლოცვას.(სამხრეთისკენ მიმართულნი)

II დღე - ეძღვნება ყვითელ რასას, რომლებმაც შემოიტანეს სამყაროს ერთიანობის იდეა და მრავალი კოსმიური რიტუალი.

17 მარტს ყვითელი რასისთვი და მათ ნამოქმედარისთსსი ლოცულობენ. (აღმოსავლეთისკენ მიმართულნი)

III დღე - ეძღვნება მუქ ლურჯ რასას - ლემურიელებს. დღევანდელი ნეგროიდული რასის წინაპრებს. მათ შემოიტანეს ენერგიებთან მუშაობამ შავი მაგია, კანიბალიზმი.
საკუთარ სახლში ხდება ლოცვა, მათთვის და მათი ქმედების შედეგებისთვის.

IV დღე - წითელი რასის დღე - ატლანტები. დღევანდელი ეგვიპტელებისა და ინდიელები წინაპრები. მათ კაცობრიობას შეჰმატეს ალქიმიის ცოდნა და სიცოცხლის გახანგრძლივების შესაძლებლობები.
დასავლეთის მიმართულებით ხდება მათთვიოს ლოცვა.

V დღე - თეთრი რასის დღე. მათ შემოიტანეს ნათელისა დაბნელის ცნება.
ხდება ლოცვა ჩრდილოეთის მიმართულებით,"- წერს ქეთი ოდიშელი.