2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის მე-5-6 დღე. ზოგადად, მშვიდი დღეა, მთავარია, სხვისი "საზღვრები" არ დაარღვიოთ და საკუთარი ემოციების კონტროლთან ერთად, სხვების ემოციური განწყობაც სწორად შეაფასოთ. შესაძლოა, სწრაფ წარმატებას ვერ მიაღწიოთ, მაგრამ კარგი დროა, საფუძველი ჩაუყაროთ თქვენს იდეებს. ვარსკვლავები გვირჩევენ, გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ მიიღოთ.

უმჯობესია, დათვალოთ ათამდე, დაისვენოთ, გადატვირთოთ ტვინი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანოთ დასკვნა.

ვერძი

ახალი საქმეების დასაგეგმად ან დასაწყებად საჭიროა მოქნილობა და რაციონალური მიდგომა.

კურო

დღეს რომანტიულ ტალღაზე ხართ, ფანტაზიები და ოცნება ახლა კარგია შემოქმედებით საქმიანობაში, სხვაგვარად იმედგაცრუებას მიღებთ.

ტყუპები

დღეს მატულობს თქვენი ავტორიტეტი. კარგი იქნება, ცოტა მეტ დროს თუ დაუთმობთ ფსიქოლოგიას.

კირჩხიბი

დღეს შესაძლოა, პარტნიორებთან ფინანსური საკითხების განხილვა იქნება აქტუალური. უამრავი საქმის გამო, სამსახურისთვის მეტი დროის გამოყოფა მოგიწევთ.

ლომი

ეცადეთ, დღეს მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში, იყავით ფრთხილი და წინდახედული.

ქალწული

მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, აიმაღლეთ ენერგოტონუსი და ნუ გამოიფიტებით სამსახურებრივი თუ სახლის რუტინით.

სასწორი

დღეს შესაძლოა, ოჯახში გარკვეულმა პრობლემებმა იჩინოს თავი, იყავით ზომიერი და წინდახედული.

მორიელი

დღევანდელი დღე უამრავი საქმეებითაა დახუნძლული, თქვენ გჭირდებათ გონების მობილიზაცია. ფინანსებთან დაკავშირებით, მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები.

მშვილდოსანი

მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნუ გადაიტვირთებით, ეცადეთ, დაისვენოთ და მეტი დრო გაატაროთ ოჯახის წევრებთან ერთად.

თხის რქა

დღე სასურველია ფინანსური ოპერაციების წარმოებისთვის, აკეთეთ ის საქმე, რასაც თქვენთვის სიხარული და კმაყოფილება მოაქვს.

მერწყული

დღეს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები მეტ ყურადღებას მოგაქცევენ, მატულობს თქვენი შარმი.

თევზები

შესაძლოა, გარკვეულმა შიშებმა იჩინოს თავი. სასურველია, არ გადაიტვირთოთ და დასვენებისთვის დრო გამონახოთ. საღამო უმჯობესია, მეგობრების წრეში გაატაროთ.