14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

ნაყოფიერი დღეა, ეფექტურად შეძლებთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას, როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროში. მიუხედავად ახალი, რთული ამოცანებისა, ჯანსაღი მიდგომებით ყოველივეს გაუმკლავდებით.

კურო

სასიამოვნო სიახლეების დღეა, რომლებიც საქმიან სფეროში სასიკეთო ცვლილებებს მოგიტანთ. შესაძლოა, მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც სასიკეთოდ შეცვლის თქვენს მომავალს.

ტყუპები

შესაძლოა, მოულოდნელად შეხვდეთ თქვენს ყოფილ საქმიან პარტნიორს, რომელთანაც წარმატებული თანამშრომლობა გაკავშირებდათ. შესაძლოა, ახალი ნაცნობობაც, რაც მნიშვნელოვნად წაადგება თქვენს კარიერას, თუმცა, ყველას ნუ ენდობით.

კირჩხიბი

დღეს შესაძლოა, ირგვლივ მყოფებთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდეთ, თუმცა, სიტუაცია კონფლიქტში არ გადაიზრდება. თქვენ შეძლებთ მშვიდობიანად მოაგვაროთ გაუგებრობები და განმუხტოთ დაძაბულობა.

ლომი

სასიამოვნო მოულოდნელობები ძალიან გაგახარებთ, შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ახლო წარსულში თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო.

ქალწული

ცდუნებების დღეა, თავი შეიკავეთ დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან. დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები, ახლა მთავარია, ყურადღება საოჯახო საქმეებსა და ოჯახის წევრებზე გადაიტანოთ.

სასწორი

ახალი გატაცებები, ახალი შემოთავაზებები - თქვენ მარტივად მოახერხებთ სხვების დაინტერესებას და გარშემომყოფთა გულის მონადირებას, შესაძლოა, არსებული ურთიერთობები უფრო ჰარმონიული და მნიშვნელოვანი გახდეს.

მორიელი

შესაძლოა, შეხვდეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანს და მასთან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოგიწიოთ. სავარაუდოდ, გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომელიც დიდ სიხარულს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

სასურველი შედეგების მისაღებად, დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. შეეცადეთ, გონივრულად გამოიყენოთ ძველი კავშირები, რათა განაგრძოთ დაწყებული საქმე, ირგვლივ კი მეგობრული და კომფორტული გარემო შეიქმნათ.

თხის რქა

მიენდეთ ინტუიციას, მისი კარნახით სწორ გამოსავალს იპოვით და შეძლებთ, უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, მიხვდებით, როგორ და რა ნაბიჯებით მიაღწიოთ თქვენს მიზნებს.

მერწყული

იყავით ყურადღებით ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც საეჭვო წინადადებით მოგმართავენ, არის ალბათობა, ავანტიურულ გარიგებაში ჩაგითრიონ, ნუ გარისკავთ.

თევზები

იყავით ობიექტური და თვალი გაუსწორეთ სინამდვილეს, ენდეთ საკუთარ თავს და ნუ დაელოდებით უკეთეს დროს გაუგებრობების მოსაგვარებლად, ნუ იქნებით დახმარების იმედად.