მძიმე ავარიაში გადარჩენილ ლიკა კუჭუხიძეზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1763213597
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგადი განათლების სახელმწიფო მდივანს ზოლტან მარუზას შეხვდა.
მხარეებმა ზოგადი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე.
ზვიად გაბისონიამ ზოლტან მარუზას საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
თავის მხრივ, უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგადი განათლების სახელმწიფო მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები და ქართულ მხარესთან თანამშრომლობისგაფართოების მზაობა გამოთქვა.