საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

ვებინარი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, დიდ ბრიტანეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ საინფორმაციო ონლაინ ვებინარზე იწვევს. შეხვედრა 18 სექტემბერს, 18:00 საათზე ჩატარდება. ვებინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ  დეტალური ინფორმაცია  სრული დაფინანსების მოპოვების გზებზე.

საინფორმაციო შეხვედრა დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, კითხვები საქართველოს ბანკის სტიპენდიატებსა და Chevening-ის პროგრამის კოორდინატორ პირადად დაუსვან.

ვებინარზე განსახილველი თემები:

როგორ მოიპოვოთ საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდია Chevening-ის სასტიპენდიო კონკურსში;
რა უნდა გაითვალისწინოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად;
პრაქტიკული რჩევები საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოწვევების დასაძლევად.

ვებინარის სპიკერები:

თაკო მურაჩაშვილი — საქართველოს ბანკის სტიპენდიატი;
ლიკა ზურაბიანი — საქართველოს ბანკის სტიპენდიატი;
ვიკა ზამთარაძე — Chevening-ის პროგრამის კოორდინატორი.
დეტალები შეხვედრის შესახებ:

თარიღი და დრო: 18 სექტემბერი, 18:00 საათი
ფორმატი: ონლაინ
რეგისტრაცია: ვებინარზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://go.bog.ge/chevening 
შეხვედრაზე დასასწრებ ბმულს დარეგისტრირებული მონაწილეები ვებინარის დაწყებამდე, მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა პროგრამები მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლებისთვის.  საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებზე უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად  შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.