ხანძარი თბილისში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1757280318
როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია, როდის იწყებენ სტუდენტები ახალ სასწავლო წელს ბაკალავრის და მაგისტრატურის საფეხურებზე?
EDU.ARIS.GE საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლეებლო დაწესებულებებს დაუკავშირდა და დაადგინა, რომ 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, შემდეგი მდგომარეობა გვაქვს:
ინფორმაცია განახლდება
2025 წლის 2 სექტემბრის მდგომარეობით (14:00 საათი)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 8-15 სექტემბერი
აკადემიური რეგისტრაცია: 17-22 სექტემბერი. სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები – 22 სექტემბერი; მაგისტრანტები – 29 სექტემბერი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 1-ელი სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით (10:00-დან 18:00 საათამდე). სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები და მაგისტრანტები – 22 სექტემბერი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 1-ელი სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით
სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები და მაგისტრანტები – 20 ოქტომბერი.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU)
პირველკურსელთა რეგისტრაცია 2 ეტაპად: ელექტრონული რეგისტრაცია: 2 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით (15:00 საათიდან 18:00 საათამდე). ხელშეკრულების გაფორმება – 4 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები – 22 სექტემბერი; მაგისტრანტები – 29 სექტემბერი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 4 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით. სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები – 29 სექტემბერი; პირველკურსელი მაგისტრანტები – ოქტომბერი (ზუსტი თარიღი განსაზღვრული არ არის); მეორეკურსელი მაგისტრანტები – 29 სექტემბერი.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 4 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით. სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები და მაგისტრანტები – 22 სექტემბერი.
კავკასიის უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: საბუთების მიღება -1 – 5 სექტემბერი (10:00 საათიდან 17:00 საათამდე); 6 სექტემბერი (10:00 საათიდან 13:00 საათამდე); საორიენტაციო შეხვედრები: 1-3 სექტემბერი; საგნებზე ონლაინ რეგისტრაცია: 3 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით. სწავლის დაწყების თარიღები: პირველკურსელები – 8 სექტემბერი; ბაკალავრები – 1-ელი სექტემბერი; მაგისტრანტები – 15 სექტემბერი.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია 2 ეტაპად: ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 9 სექტემბერს 14:00 საათზე და დასრულდება 10 სექტემბერს 20:00 საათზე; მეორე ეტაპი ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში 11 სექტემბერს 15:00 საათზე AUDITORIUM MAGNUM-ში. კონკრეტული განრიგის შესახებ ინფორმაციას ინდივიდუალურად მოგაწოდებთ, რეგისტრაციის პირველი ეტაპის შემდეგ. სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრიატი – 15 სექტემბერი (იწყება მოსამზადებელი პროგრამით). მაგისტრანტები – ფაკულტეტების მიხედვით თარიღი სხვადასხვაა.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
პირველკურსელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 1-ელ სექტემბერს 14:00 საათზე და დასრულდება 3 სექტემბერს 13:00 საათზე. მეორე ეტაპი 3 და 4 სექტემბერს 15:00 საათზე AUDITORIUM MAGNUM-ში. სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრიატი – 8 სექტემბერი (იწყება მოსამზადებელი პროგრამით). მაგისტრანტები – სხვადასხვა თარიღებია პროგრამიდან გამომდინარე (16 სექტემბრიდან).
საქართველოს უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია 2 ეტაპად: ელექტრონული რეგისტრაცია – 1-ელი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების გაფორმება – 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით. სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები და მაგისტრანტები – 22 სექტემბერი.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 2 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით. სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები და მაგისტრანტები – 22 სექტემბერი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 1-ელი სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით. სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები – 15 სექტემბერი; მაგისტრანტები – 6 ოქტომბერი.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 3 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით. სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები – 22 სექტემბერი; მაგისტრანტების სწავლის დაწყების ზუსტი თარიღი განსაზღვრული არ არის.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა საბუთების მიღება: 2-3 სექტემბერი. სწავლის დაწყების თარიღები განსაზღვრული არ არის.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 2-10 სექტემბრის ჩათვლით. სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები და მაგისტრანტები – 15 სექტემბერი.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით. სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები – 22 სექტემბერი; მაგისტრანტები – 1-ელი ოქტომბერი.
ალტე უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია 3 ეტაპად: ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 15-19 სექტემბერი. აკადემიური რეგისტრაცია/საგნების არჩევა ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის, სამართლისა და ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის – 22-27 სექტემბერი
აკადემიური რეგისტრაცია/საგნების არჩევა მედიცინის (ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი), სტომატოლოგიის (ინგლისურენოვანი) და კომპიუტერული მეცნიერების (ინგლისურენოვანი, ქართულენოვანი) პროგრამის სტუდენტებისთვის – 29 სექტემბერი – 4 ოქტომბერი.
სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები – ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის, სამართლისა და ფსიქოლოგიის პროგრამაზე – 29 სექტემბერი; მედიცინის (ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი), სტომატოლოგიის (ინგლისურენოვანი) და კომპიუტერული მეცნიერების (ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი) პროგრამებზე – 6 ოქტომბერი; მაგისტრანტები – 29 სექტემბერი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 4 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით (10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე). სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები – 15 სექტემბერი; მაგისტრანტები – 6 ოქტომბერი.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 26 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა,10 სთ-დან 17 სთ-მდე). სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები – 15 სექტემბერი; მაგისტრანტები – 6 ოქტომბერი.
ევროპის უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 1-ელი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები – 15 სექტემბერი; მაგისტრანტები – (ზუსტი თარიღი განსაზღვრული არ არის).
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 8 სექტემბრიდან 25 სექტემბერის ჩათვლით.
სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები და მაგისტრანტები – 19 ოქტომბერი.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: ელექტრონული ეტაპი 3-8 სექტემბერი, საბუთების ჩაბარება და ხელშეკრულების გაფორმება – 11-12 სექტემბერი. სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები – 22 სექტემბერი; მაგისტრანტები – 29 სექტემბერი.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 1-დან 13 სექტემბრის ჩათვლით. სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები – 15 სექტემბერი; მაგისტრანტები – 6 ოქტომბერს იწყება სწავლა პირველი კურსის მაგისტრანტებისთვის, მეორეკურსელი მაგისტრანტებისთვის კი – 15 სექტემბერს.
ქუთაისის უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 29 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით. სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები – 15 სექტემბერი; მაგისტრანტები – 29 სექტემბერი.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 2 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები და მაგისტრანტები – 15 სექტემბერი.
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაციისა და სწავლის დაწყების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: portuni.ge
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
(ყოფილი გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი)
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 2 სექტემბრიდან 12 სექტემბერის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა; 10:00 საათიდან 17:00 საათის ჩათვლით). სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები – 29 სექტემბერი; მაგისტრანტები – 29 სექტემბერი.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუ
პირველკურსელთა რეგისტრაცია, ონლაინ ფორმატით, 1-9 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პირველკურსელთა საზეიმო მიღება GAU-ში გაიმართება 10 სექტემბერს. სწავლის დაწყების თარიღები: GAU-ს საბაკალავრო პროგრამებზე სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება; მაგისტრანტებისთვის – 22 სექტემბერს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 1-19 სექტემბერი: აბიტურიენტების ელექტრონული რეგისტრაცია; 9-22 სექტემბერი: რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტების უნივერსიტეტში წარმოდგენა; 1-22 სექტემბერი: ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდის განაცხადის ფორმის შევსება; 1-10 სექტემბერი: უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში ოთახის დაჯავშნა. სწავლის დაწყების თარიღები ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის – 22 სექტემბერი.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: აბიტურიენთა რეგისტრაცია 1-ელი სექტემბერდან 26 სექტემბრის ჩათვლით. სწავლის დაწყების თარიღები ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის – 29 სექტემბერი.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 8-26 სექტემბერი. სწავლის დაწყების თარიღები: ბაკალავრები და მაგისტრანტები – 7 ოქტომბერი.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიპირველკურსელთა რეგისტრაცია: პირველკურსელთა ადმინისტრაციული აკადემიური და რეგისტრაცია დაიწყება 1-ელ სექტემბერს და დასრულდება 26 სექტემბერს. სასწავლო პროცესი ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის დაიწყება 6 ოქტომბერს.