როდიდან შეძლებენ მშობლები სასკოლო ფორმების ყიდვას - ცნობილია ზუსტი თარიღები

სასკოლო ფორმები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებამ, შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“, 7 აგვისტოს განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, ჩინეთიდან სასკოლო ფორმების იმპორტი და საქართველოში მოწოდება სამ ნაწილად განხორციელდება:

I ეტაპი — 25 აგვისტო;
II ეტაპი — 15 ოქტომბერი;
III ეტაპი — 30 ნოემბერი.
ოფიციალური ინფორმაციით, პირველი კლასელები სასკოლო ფორმების შეძენას 1-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში შეძლებენ. რაც შეეხება II–VI კლასის მოსწავლეებს, მათთვის ფორმების გაყიდვა მომდევნო ეტაპებზე — ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ სამინისტროს ახალი ინიციატივით, საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება.