ქუთაისში 2026 წლის წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ქუთაისი

ქუთაისში 2026 წლის წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა,  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, პარლამენტში  ქუთაისის დელეგატმა ზაზა ლომინაძემ,  საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცეს ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს.

წარმატებული მასწავლებლები  სკოლების პედაგოგიური საბჭოების მიერ შეირჩნენ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის დამტკიცებული დებულების შესაბამისად.  ქალაქის  თითო  სკოლიდან 2-2 ( ჯამში  92 ) პედაგოგი დაჯილდოვდა.

ღონისძიებას ქუთაისის ტექნოლოგიურმა ჰაბმა უმასპინძლა.

✕