3 საკვები, რომელიც თავის ტკივილს იწვევს - ნევროლოგების განმარტება
1763327656
კონკრეტულმა ჯგუფებმა მიზანმიმართულად გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია იმისთვის, რომ დისონანსი და უკმაყოფილება გამოეწვიათ იმ ადამიანებში, რომლებიც რეპეტიტორული საქმიანობით არიან დაკავებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.
გივი მიქანაძის განმარტებით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ძირითადი დამსაქმებლისგან პედაგოგებისთვის სხვა სასწავლებელში საქმიანობის შესახებ დადებითი პასუხი გაიცემა.
„აქვე უნდა გავაკეთოთ გამიჯვნა, ბოლო წლებში საქართველოს რეალობაში შეიქმნა რამდენიმე სასწავლო ცენტრი, სადაც სწორედ მოსამზადებელი კურსები არის დანერგილი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ეროვნული გამოცდების ჩაბარებას და უმაღლესში სწავლის გაგრძელებას აპირებენ. თუ მოქმედი პედაგოგი ასწავლის ასეთ სასწავლო ცენტრში, რა თქმა უნდა, მან უნდა მიიღოს მისი ძირითადი დამსაქმებლისგან ნებართვა. ჩვენ ვიცით პრაქტიკაში, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში გაიცემა დადებითი პასუხი, თუ კი ეს ხელს არ უშლის იმ ძირითად პედაგოგიურ და აკადემიურ საქმიანობას, რომელსაც ეს ადამიანები ეწევიან სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებლებში”, - აცხადებს განათლების მინისტრი.