შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. პირველ კვარტალში ეკონომიკა გაიზარდა 9.1%-ით, ხოლო მარტში არის 10.7% ეკონომიკური ზრდა, საქართველო აგრძელებს ძლიერ განვითარებას - მიხეილ დუნდუა

მიხეილ დუნდუა

საქსტატმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. 2026 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 10.7% შეადგინა. უწყების ინფორმაციით, პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 9.1%-ით განისაზღვრა.

ამასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ფინანსთა სამინისტროში.

"შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. პირველ კვარტალში ეკონომიკა გაიზარდა 9.1%-ით, ხოლო მარტში არის 10.7% ეკონომიკური ზრდა. საქართველო აგრძელებს ძლიერ განვითარებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მიაღწია დიდ შედეგებს, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და, ბუნებრივია, ველოდებით, რომ წლევანდელი წელიწადი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.