გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1733817548
სექტემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.1%-ით დაიკლო და 283.4 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 16.4%-ით 33.9 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების მცირედი კლება საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება.
„სექტემბერში, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 40%-ით, 36 მილიონ აშშ დოლარამდე, შემცირდა. თუმცა, მაღალი ტემპებით, 17.7%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან და 20.4%-ით ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, დანარჩენი ქვეყნებიდან, როგორიცაა ყირგიზეთი და გაერთიანებული სამეფო, გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ ზრდადია (111.5%-იანი და 16.9%-იანი მატება, შესაბამისად). კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. სექტემბერში, რეგიონის ქვეყნებიდან, კერძოდ თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო (3.1%-იანი და 15.8%-იანი კლება). უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ მინიმალურ დონეზე რჩება. სექტემბერში, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები – 45.6%-იანი წილით, აშშ – 17.3%-იანი წილით და რუსეთი – 12.6%-იანი წილით წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.