რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 19 აგვისტოს

ლარი და დოლარი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6145 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6152 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0265 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0315 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0050 ლარი შეადგინა.