რა ღირს 1 აშშ დოლარი და ევრო დღეს - ვალუტის ახალი კურსი

ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8344 ლარი გახდა.

კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8286 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0058 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7352 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7618 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0266 ლარი შეადგინა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.