ეროვნული ბანკი: ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ზომებმა და ღონისძიებებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბაზელის მმართველობის ინსტიტუტის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსში საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესებაში

ბანკი

ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ზომებმა და ღონისძიებებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბაზელის მმართველობის ინსტიტუტის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსში საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესებაში, - აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

2025 წელს გლობალურ რეიტინგში საქართველოს პოზიცია 27 საფეხურით გაუმჯობესდა, რაც საქართველოს ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ფულის გათეთრების საფრთხის სიმცირით, საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის 37-ე ადგილზეა.

ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი ფულის გათეთრების და მასთან დაკავშირებული ფინანსური დანაშაულის რისკს ქვეყნებსა და იურისდიქციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზომავს.