ბენზინის ფასი ისევ გაიზარდა

საწვავი

აშშ-ში ბენზინის ფასი კიდევ ექვსი ცენტით გაიზარდა.

ამერიკული მედიის ცნობით, გალონი ბენზინის ფასმა 4.45 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში მატების ყველაზე მაღალი ნიშნულია.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, აშშ-ში ბენზინის ფასი 2002 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

ბენზინის ფასი, გასულ კვირასთან შედარებით, 34 ცენტით, ხოლო 28 თებერვალს ირანში ომის დაწყებიდან 1.47 დოლარით გაიზარდა.