„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს...“ - ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე
1749239924
აპრილში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 6.1%-ით, 295.5 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა – 4.9%-ით, 31.9 მლნ აშშ დოლარამდე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ეროვნული ბანკის ცნობით, ევროკავშირიდან მიღებული ფულადი გზავნილები 13.8%-ით 132.5 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა და დიდწილად დააბალანსა რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების კლება.
„რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 18.9%-ით, 39.9 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. თუმცა 16.6%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები. აპრილში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 44.8%-იანი წილით – ევროკავშირის ქვეყნები, 18.3%-იანი წილით – აშშ და 13.5%-იანი წილით რუსეთი წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (17.0%), გერმანიისა (8.4%) და საბერძნეთის (8.3%) მაღალი წილი“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.