2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

ეკონომიკა

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 350 მლნ აშშ დოლარი (922.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით, ანუ 13.1 მლნ აშშ დოლარით მეტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ივლისში ევროკავშირიდან გადმორიცხულმა თანხამ 153.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ მთლიანი გზავნილების 43.7% შეადგინა. წლიურად გზავნილები კი 2.4%-ით გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალი წილით კვლავ იტალია, გერმანია და საბერძნეთი გამოირჩევა.

ამასთან, ზრდა დაფიქსირდა სხვა ძირითადიპარტნიორი ქვეყნებიდანაც. აშშ-დან გზავნილები წლიურად 11.2%-ით გაიზარდა და 67.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ისრაელიდან - 21.6%-ით, 29.3 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო თურქეთიდან -21.8%-ით, 12.2 მლნ აშშ დოლარამდე.

2026 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ39.0 მლნ აშშ დოლარი (102.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ივლისის მაჩვენებელთან  (37.3 მლნ აშშ დოლართან) შედარებით 4.7%-ით მეტია.