თბილისი მოლში მიუსაფარი ჰასკი შოკოლადის ქურდობაზე გამოიჭირეს - ნახეთ რას წერენ სოციალურ ქსელში

ცუგუ

„ფეისბუქზე“ სოციალური ქსელის მომხმარებელი მიუსაფარი ჰასკის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ძაღლმა კარფურიდან შოკოლადი მოიპარა.

„აუ ეს რა ვნახე. თბილისი მოლში შევესწარი, როგორ შეიპარა და მოიპარა ამ ცუგამ კარფურში შოკოლადი

ძაან გამიზნულად შემოვიდა, დახლიდან აიღო შოკოლადი, გაიქცა, გასასვლელთან დაწვა და დაიწყო ჭამა.

დაცვამ თქვა, ასე გვეპარება ხოლმე და იპარავს რაღაცებსო“, - წერს პოსტის ავტორი.