„ობლად გაზრდილი, პატიოსანი ახალგაზრდა იყო...“ - ცნობილია, ადიგენში მოკლული ბიჭის ვინაობა
1752782002
ანი წითელაძე და გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას მათი ქორწინების შესახებ იუმორისტული პოსტით ეხმიანებიან.
აი რას წერს გიორგი ჩალაძე:
„სინამდვილეში ეს ამბავი იყო ასე:
ჩემი და ანის ამ ლამაზ ამბავს ვფარავდით და გადავწყვიტეთ პოლონეთში გაგვეხადა საჯაროდ.
ამის გამო ვიყავით მთელი დელეგაცია ვარშავაში ( ნუ თან მიშას ჯილდო შევიძინეთ)
მეჯვარეები: პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ივერი ბალახაშვილი და იგორ ნარმანია.
ანის მხრიდან თვითონ იტყვის.
ახლა მაინც მიხვდებიან კოლეგა ოპოზიციონერები როგორ შეგვიშალეს ამ ბედნიერ დროს ხელი.
აქვე დავამატებ - ჩემი რელიგია მაძლევს რამდენიმე მეუღლის უფლებას, ასე რომ წინა ქორწინება ისევ ძალაშია. ერთი დიდი ნაციონალური ოჯახი ვართ“.
ჩალაძის მსგავსად სახუმარო პოსტს აქვეყნებს ანი წითლიძე და წერს, რომ „ვაკეში ბინას იფორმებს“.