სადღესასწაულო, ბედნიერი ამბავი! ეს დედა-შვილი მიტოვებულ ნანგრევებში აღარ დაიძინებს - აკა სინჯიკაშვილი

დედა-შვილს სახლი აუშენეს

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ძალიან კარგა ამბავზე წერს:

„სადღესასწაულოდ, საოცარი და ბედნიერი ამბავი!

დედა-შვილი მდინარის პირას, მიტოვებულ ნანგრევებში აღარ დაიძინებენ. იცხოვრებენ მარწყვისფერ სახლში, რომელიც საბოლოოდ დავამთავრეთ

Irakli-მ და Levan-მა გაუჩერებელი წვიმის და საშინელ პირობებში მოუმზადეს დამოუკიდებლად ცხოვრების დასაწყებად  შევუყვანეთ წყალი, დენი, გავუკეთეთ კანალიზაცია და რემონტი. ექნებათ საჭმელი, საოჯახო ტექნიკა და ნივთები  
მაგარი ბიჭიც გაიზრდება და სიკეთის და სიყვარულის ფასიც ეცოდინება  
მადლობა ადამიანებო

ამათთვის რამხელა სასწაული მოხდა არ იცით. თქვენ ხომ ამათი ბედნიერი თვალები არ გინახავთ. გილოცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს“,- წერს სინჯიკაშვილი.