1746988990
„ორივემ ვიცით, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია... ჩვენი ოჯახური ბედნიერების გასაღები სიყვარულია...“ - გიგი დედალამაზიშვილი

მომღერალი, გიგი დედალამაზიშვილი პასუხობს ჟურნალ „სარკის“ კითხვას, როგორი ურთიერთობა აქვთ მას და მის უკრაინელ მეუღლეს, ფოტოგრაფ მარინა კარპს:
„ჩვენთვის სხვადასხვა ერის შვილობას ბარიერი არ შეუქმნია. ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს, რადგან ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა. ზოგჯერ თუ ვკამათობთ და ვბრაზდებით, ორივემ ვიცით, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია და ორივე ვცდილობთ, პირველი ნაბიჯი გადავდგათ სიტუაციის დასათბობად.
ჩვენი ოჯახური ბედნიერების გასაღები სიყვარულია. სიყვარულმა შეგვაერთა, სიყვარულის ნაყოფი არიან ჩვენი შვილები და რაც დრო გადის, მით უფრო ვაფასებთ ჩვენს სიყვარულსა და ჩვენს ოჯახს…“,- ამბობს გიგი.
ასევე ნახეთ:
"სასაფლაოზე დამხვდა გოგონა და მითხრა, ცუდ ხასიათზე რომ ვარ, ლევანის საფლავზე მოვდივარო..."