ტრაგედია თბილისში – ნუცუბიძის ქუჩაზე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა
1765999995
იმ ქვეყნებიდან, საიდანაც გვაქვს პირდაპირი ფრენები, საკმაოდ გაზრდილია ტურისტების რაოდენობა, - აცხადებს The Biltmore Tbilisi Hotel-ის წარმომადგენელი მარიამ ქუთათელაძე, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და ბიზნეს სექტორის შეხვედრას დაესწრო. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.
„დღეს მოვისმინეთ 2025 წლის შეჯამება. საკმაოდ ინფორმაციული შეხვედრა იყო. განიხილებოდა მარკეტინგული აქტივობები. ჩვენც, როგორც კერძო ბიზნესი, მონაწილეობას ვიღებდით გამოფენებში. ვთვლი, რომ ეს წელი ნამდვილად წარმატებული იყო. პირადი გამოცდილებით ყურადღებას გავამახვილებ IBTM Barcelona -ზე. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი მსოფლიოდან იყვნენ დაინტერესებული mice კომპანიები. ძალიან დიდი ღონისძიებების ორგანიზატორი პროფესიონალები. მათ აქვთ დიდი მზაობა, რომ ჩვენს ქვეყანაში 2026-2027 წლისთვის დაიგეგმოს საკმაოდ დიდი ღონისძიებები. რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ამასთანავე მოგეხსენებათ, იმ ქვეყნებიდან რომლებთანაც გვაქვს პირდაპირი ფრენები, საკმაოდ გაზრდილია ტურისტების რაოდენობა. კერძოდ, გამოვყოფდი ინდოეთს. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ბაზრები დაემატება და კიდევ უფრო გაიზრდება ტურისტების ნაკადი“, - აღნიშნა მარიამ ქუთათელაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბიზნეს ასოციაციის წევრებსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის 2026 წლის პროექტები და გეგმები გააცნეს. სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები. მაია ომიაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის (MICE) მიმართულების გაძლიერებას. ამ კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომბინირებულ მარკეტინგულ კამპანიებს ატარებსმიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორის: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
აღნიშნული ტენდენცია 2026 წელს არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ მოხდება ტურისტული შეთავაზებებისა და პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ასევე გაფართოვდება კერძო სექტორის გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამები და სხვა.
შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ის, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება. შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმის განვითარებაში. შეხვედრის დასასრულს, ბიზნესის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის დარგის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.